ცხელი კერძი. მარტივი, მაგრამ საოცრად გემრიელი

1880

ინგრედიენტები

  • კარტოფილი 700-750გ
  • ქამა სოკო 500გ
  • ხორცის ფარში 600გ
  • ყველი “მოცარელა” 80-150გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • რძე 70მლ
  • ხახვი 2-3 ცალი
  • მცენარეული ზეთი 3-4 სუფრის კოვზი
  • გამომშრალი ნიორი 1/3 ჩაის კოვზი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  • ფორმა 25სმ დიამეტრით

მომზადება

  1. 2 ხახვი მოთუშეთ ზეთში.
  2. დაუმატეთ 500გ დაჭრილი სოკო, შეწვით, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
  3. აიღეთ 600გრ ფარში, მე ვიყენებ ქათმისა და ღორის ნაზავს.
  4. მოაყარეთ მარილი, წიწაკა, დაუმატეთ 1 კვერცხი, 1 ხახვი, 1/3 მშრალი ნიორი.
  5. კარგად დაამუშავეთ ფარში, დაბეგვეთ.
  6. 700გ მოხარშული კარტოფილი აქციეთ პიურედ, მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით, მოასხით 70მლ რძე და ჩატეხეთ 1 კვერცხი, მოურიეთ. შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა კარაქი, მაშინ რძის რაოდენობა შეამცირეთ.
  7. ფარში თანაბრად გადაანაწილეთ ზეთით დამუშავებულ ფორმაში, ამოიყვანეთ კუთხეები.
  8. ზემოდან მოათავსეთ სოკო, 80გ გახეხილი ყველი. ბოლო ფენა კარტოფილის პიურე.
  9. დაახლოებით ნახევარი პიურეს მასა მოათავსეთ ყველის მასაზე, მეორე ნახევარი ჩაასხით საკონდიტრო ტომარაში და ტანაბრად გადაანაწილეთ კერძზე.
  10. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 1 საათი.

გემრიელად მიირთვით!