ლეჩო „გამარჯობა სოფლიდან“ კიტრით

741

Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ლეჩოს საინტერესო რეცეპტს კიტრით, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება. გარწმუნებთ, რომ ასეთი ლეჩო თქვენ და თქვენს ოჯახის წევრებს ნამდვილად მოეწონება.

ინგრედიენტები:

  • 500 გრ ბულგარული წიწაკა
  • 3 კგ პომიდორი
  • 1,5 კგ კიტრი
  • 1 ან 1,5 თავი ნიორი
  • 7 ს/კ შაქარი
  • 1,5 ს/კ მარილი
  • 150 გრ მცენარეული ზეთი
  • 2 ჩ/კ 70%–იანი ძმარი

მომზადების წესი:

  1. პომიდორი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, ბულგარული წიწაკა კუბებად დაჭერით, კიტრი რგოლებად დაჭერით, ასევე შეგიძლიათ 8 ნაწილად დაჭრათ, სიგრძეზე ოთხ ნაწილად და ერთხელ გასწვრივ.
  2. გატარებული პომიდორი გაზქურაზე დადგით და 10 წუთით ხარშეთ.
  3. კიტრი და წიწაკა დაუმატეთ, ადუღების მომენტიდან კიდევ 15 წუთით ხარშეთ.
  4. როგორც კი, კიტრი მოიხარშება, დაქუცმაცებული ნიორი, მარილი, შაქარი, ზეთი და ძმარი დაუმატეთ.
  5. ყველაფერი კარგად აურიეთ და კიდევ 10 წუთით ხარშეთ.
  6. მზა ცხელი ლეჩო წინასწარ მომზადებულ ქილებში გადაანაწილეთ.
  7. მოხუფეთ და სრულ გაგრილებამდე შეფუთეთ.
  8. ლეჩო „გამარჯობა სოფლიდან“ მზადაა, გემრიელად მიირთვით!