როგორი ლამაზად შეფუთული ძვირადღირებული წიწიბურაც არ უნდა შეიძინოთ, გახსოვდეთ, რომ მომზადებამდე გადარჩევა სჭირდება. რეკლამირებული ბრენდი ყველა მარცვლის სისუფთავეზე და ხარისხზე გარანტიას არ იძლევა. უდავოდ, პროცესი სასიამოვნო არაა, მაგრამ სავალდებულო. საქმის გასამარტივებლად, ზოგიერთი დიასახლისი მომზადებამდე 20 წუთით ადრე წიწიბურას მდუღარე წყალს ასხამს. როგორ მუშაობს?
1 უჩვეულო ხრიკი ცხელი წყლით გამოიყენეთ, რომ მოხარშოთ უგემრიელესი ფაფა მდიდარი არომატით, თან ბევრი დრო არ დახარჯოთ. Gastronomia.ge–ს რედაქცია ამ ხრიკის შესახებ დეტალურად გიამბობთ.
რატომ უნდა დაასხათ მდუღარე წყალი წიწიბურას მომზადებამდე?
შესანიშნავი ხრიკი
ბევრი გამოცდილი დიასახლისი წიწიბურას მომზადებისას პატარა ხრიკს იყენებს. წიწიბურას გადარჩევის ხანგრძლივ და მტანჯველ პროცესს თავი რომ აარიდოთ, ერთ მეთოდს მიმართავენ. სიტყვაზე, მისი გამოყენება ყველას შეუძლია. საჭირო რაოდენობის წიწიბურა აიღეთ. ღრმა თასში ჩაყარეთ. მდუღარე წყალი 1:2 თანაფარდობით დაასხით. ოდნავ აურიეთ და 15-20 წუთი გააჩერეთ.
ვადის გასვლის შემდეგ მინარევები და უხარისხო მარცვლები მოაშორეთ. ზედაპირზე აუცილებლად ამოტივტივდება. რთული არაფერია. შემდეგ მარცვლეულს ცივი წყალი გადაავლეთ და მოამზადეთ. აღსანიშნავია, რომ წიწიბურას მოსახარშად უფრო ნაკლები დრო დასჭირდება, ვიდრე წინასწარი ჩალბობის გარეშე.
როგორ მოვამზადოთ იდეალური წიწიბურას ფაფა
ინგრედიენტები:
- 2 ჭიქა წიწიბურას მარცვლეული
- 0,5 ჩ/კ მარილი
- 8 ჭიქა წყალი
- 1,5 ს/კ მზესუმზირის ზეთი
მომზადების წესი:
1. წიწიბურას 4 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. 15 წუთი მოიცადეთ, ზედაპირზე ამოსული მინარევები მოაშორეთ. წიწიბურა გამდინარე წყალში გარეცხეთ. საწურზე დატოვეთ, რომ სითხე დაიწუროს.
2. მშრალ ტაფაზე წიწიბურა მოხალეთ, აქტიურად აურიეთ, ოქროსფერ შეფერილობამდე (5 წუთი). ასე უფრო არომატული და ფხვიერი გამოვა.
3. ქვაბში 4 ჭიქა წყალი ჩაასხით. ადუღებამდე მიიყვანეთ. მარილი და წიწიბურა დაუმატეთ. სუსტ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ.
4. ქაფქირით ქაფი მოხადეთ. მზესუმზირის ზეთი ქვაბში ჩაასხით. ცეცხლს დაუწიეთ, წიწიბურა 6 წუთი ხარშეთ. თავსახური დაახურეთ და ქურა გამორთეთ.
ქვაბი მოხარშული წიწიბურათი გაზეთში (სასურველია 2 ფენად) გაახვიეთ, შემდეგ პირსახოცში შეფუთეთ. 1 საათში საოცრად გემრიელი ფაფით ისიამოვნებთ. დანარჩენ მარცვლეულს დაჩრდილავს.