რბილი და გემრიელი ვაშლის ორცხობილა

1615

მარტივად მოსამზადებელი ვაშლის ორცხობილა.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 350გ
  • კარაქი 100გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • გამაფხვიერებელი 12გ
  • ვაშლი 2-3 ცალი
  • შაქარი 100გ
  • შაქრის ფხვნილი

მომზადება

  1. აიღეთ ღრმა ჯამი და ჩატეხეთ კვერცხი.
  2. მიქსერით ათქვიფეთ კვერცხი.
  3. დაუმატეთ შაქარი და გააგრძელეთ თქვეფა.
  4. კარაქი დაჭერით კუბიკებად და დაუმატეთ კვერცხის მასას.
  5. ათქვიფეთ მიქსერით.
  6. ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი, ისევ კარგად მოურიეთ.
  7. მთავარ მასას ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი.
  8. მოზილეთ ცომი.
  9. ვაშლი გაასუფთავეთ და დაჭერით.
  10. დაჭრილი ვაშლი დაუმატეთ ცომს და კარგად მოურიეთ.
  11. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით.
  12. კოვზის და ხელების დახმარებით დააბურთავეთ ცომი.
  13. ბურთულები მოათავსეთ ფორმაზე და ოდნავ დააწექით ხელით.
  14. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.
  15. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!