ვაშლის ფხვიერი ორცხობილა: მარტივი, სწრაფი და გემრიელი დესერტი

695

დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ გემრიელ ფხვიერ ორცხობილას ვაშლით. დესერტი ძალიან სწრაფად და მარტივად მზადდება. ტკბილეულს შეუდარებელი გემო აქვს. მის მოსამზადებლად პროდუქტებს მაცივარში იპოვით.

ცომის ინგრედიენტები:

  • 150 გრ ხორბლის ფქვილი
  • 50 გრ შაქრის ფხვნილი
  • 55 გრ კარაქი
  • 1 კვერცხის გული
  • 3 გრ გამაფხვიერებელი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 1 ვაშლი
  • 35 გრ შაქარი
  • 15 გრ კარაქი
  • 5 გრ ლიმონის წვენი

მომზადების წესი:

1. ვაშლი კუბებად დაჭერით და ქვაბში გადაიტანეთ. შაქარი, ლიმონის წვენი დაუმატეთ და აურიეთ. კარაქი დაუმატეთ და სუსტ ცეცხლზე ხარშეთ.

2. თასში გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და შაქრის ფხვნილი აურიეთ. გახეხილი კარაქი დაუმატეთ და აურიეთ.

3. კვერცხის გული დაუმატეთ, კოვზით აურიეთ და ხელით გასრისეთ.

4. საცხობი ფორმა აიღეთ, კარაქი წაუსვით. ფორმის ძირი ცომით გაავსეთ და დაპრესეთ.

5. ზემოდან ვაშლის შიგთავსი დაადეთ.

6. შიგთავსს ზემოდან დარჩენილი ცომი დაუმატეთ და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით აცხვეთ.

7. გემრიელი ფხვიერი ორცხობილა მზადაა! ისღა დაგრჩენიათ ჩაი მოადუღოთ და სუფრაზე გაიტანოთ!

გემრიელად მიირთვით!