წიწიბურა ბოსტნეულით ღუმელში: ხრიკი ქილებით

138

ფიქრობთ, რა მოამზადოთ სავახშმოდ? Gastronomia.ge–ს რედაქცია არჩევაში დაგეხმარებათ. გთავაზობთ იდეალური კერძის რეცეპტს მთელი ოჯახისთვის. გამომცხვარი წიწიბურა ბოსტნეულით შესანიშნავი იდეაა. კერძი როგორც უფროსებს, ასევე ბავშვებს გაუხარდებათ.

ამ რეცეპტით წიწიბურას მოსამზადებლად დაგჭირდებათ სოკო, ხახვი, სტაფილო და ნიორი. ასევე რეკომენდებულია, მათთან ერთად შეწვათ ბულგარული წიწაკა, რომელიც მზა კერძს უფრო წვნიანს გახდის.

არომატული წიწიბურა ბოსტნეულით ღუმელში: როგორ მოვამზადოთ

სანაქებო ვახშმის მოსამზადებლად ბულიონი გამოიყენეთ. წიწიბურას ღუმელში მოთავსებამდე დაასხით. როგორც ხორცის, ასევე ბოსტნეულის ბულიონი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასევე ამ მიზნით გამოგადგებათ სუფთა წყალი, მაგრამ ასე კერძის გემო საკმარისად გაჯერებული არ გამოვა.

ინგრედიენტები:

  • 200 გ წიწიბურა
  • 2 სტაფილო
  • 1,5 ს/კ მარილი
  • 50 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 3 კვერცხი
  • 1 ხახვი
  • 1 ნიორი
  • 500 მლ წყალი
  • 6 ქამა სოკო
  • 100 მლ ბოსტნეულის ბულიონი

მომზადების წესი:

1. წიწიბურა კარგად გარეცხეთ. ცხელი წყალი დაასხით. მარილი დაუმატეთ, აურიეთ და 10 წუთი გააჩერეთ.

2. ნიორი გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით. ნიორი ცხელ ტაფაზე მზესუმზირის ზეთში შეწვით.

3. ხახვი გაასუფთავეთ. ნახევარ რგოლებად დაჭერით. ხახვი ნიორს დაუმატეთ, 1 წუთი შეწვით.

4. სტაფილო გათალეთ და ზოლებად დაჭერით. ბოსტნეულს ტაფაზე დაუმატეთ. 2 წუთი შეწვით.

5. ქამა სოკო ფირფიტებად დაჭერით. ბოსტნეულს დაუმატეთ. 1 ჩ/კ მარილი მოაყარეთ. აურიეთ და 10 წუთი შეწვით.

6. ქილის ძირში რამდენიმე კოვზი შემწვარი ბოსტნეული ჩაყარეთ. ზემოდან წიწიბურა დაუმატეთ და ქილა გაავსეთ.

7. ზემოდან ბოსტნეულის ბულიონი დაასხით. სულ ბოლოს ქათმის კვერცხი დაუმატეთ. ქილებს ფოლგა დააფარეთ. ფოლგა რამდენიმე ადგილას კბილის ჩხირით დახვრიტეთ.

8. ქილები საცხობ ფორმაზე დააწყვეთ და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთი აცხვეთ. მზადაა!

კვერცხი ამოიღეთ, შემდეგ კერძი ქილიდან თეფშზე ფრთხილად გადმოიტანეთ. ოხრახუში გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. კერძი მწვანილით გააფორმეთ, ზემოდან კვერცხი დაადეთ. ასე ეფექტურად მორთული კერძი გულგრილს არავის დატოვებს.