აჯიკა სახლის პირობებში, ხარშვის გარეშე

2127

აჯიკის მოსამზადებლად ვიყენებ ტრადიციულ რეცეპტს, რომელიც მეგობარმა მაჩუქა. ამ სოუსს არ სჭირდება მოხარშვა ის სულ, რაღაც 5 წუთში მზადდება.

აჯიკას შეუძლია კერძი მთლიანად შეცვალოს, ძალიან მიყვარს მისი არომატი. მეურლეს ძალიან უყვარს, ამიტომ სახლში ვცდილობ 1 ქილა მაინც ყოველთვის მქონდეს.

ინგრედიენტები

  • პომიდორი 400გ
  • ვაშლი 1 ცალი
  • ნიორი 3-4 კბილი
  • მწვანილი
  • მარილი
  • ხმელი სუნელი 1 ჩაის კოვზი
  • კაკალი ქინძი 0,5 ჩაის კოვზი
  • მშრალი ბაზილიკი 1 ჩაის კოვზი
  • შავი წიწაკა 0,5 ჩაის კოვზი
  • წიწაკა ჩილი

მომზადება

1.დააქუცმაცეთ მწვანილი. უმჯობესია გამოიყენოთ ქინძი, ოხრახუში და კამა.

2.გათალეთ და გახეხეთ ვაშლი.

3.ვაშლს დაუმატეთ მწვანილი, დაჭყლეტილი ნიორ და დაბლენდერებული პომიდორი.

4.დაუმატეთ სანელებლები და მარილი, კარგად მოურიეთ.

სოუსი გამოდის საოცრად არომატული. ნებისმიერ ხორციან კერძს ძალიან მოუხდება.

გემრიელად მიირთვით!