როგორ უნდა მოამზადოთ კრემ-ბრულე: სწორი რეცეპტი პატარა დანამატით

2906

თუ გსურთ ასიამოვნოთ ახლობლები და სტუმრები დესერტით, მაგრამ სამზარეულოში დიდ ხანს ტრიალის დრო არ გაქვთ, გირჩევთ კრემ-ბრულეს რეცეპტს. ნაზი კრემის სუფლე მამაკაცებსაც გააოცებს, რომლებსაც თავში ხშირად მხოლოდ ხორცი უტრიალებთ.

ჩვენ ცოტათი დავხვეწეთ ნუგბარი, მომზადების პროცესში ბანანი დავამატეთ. უჩვეულო და არომატული დესერტი გამოვიდა – აუცილებლად გამოიყენეთ ეს ხრიკი.

ინგრედიენტები

  • 400 მლ ნაღები
  • 150 მლ რძე
  • 1 კვერცხი
  • 3 კვერცხის გული
  • 3 სკ. კ შაქარი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 1 ჩ.კ. ვანილის შაქარი
  • 1 ს.კ. ფორთოხლის ლიქიორი
  • 2 ც ბანანი
  • 2 ს.კ. ყავისფერი შაქარი

მომზადება

  1. კვერცხი და კვერცხის გულები შეურიეთ შაქარს, ვანილის შაქარს, მარილს და ფორთოხლის ლიქიორს. კარგად მოურიეთ.
  2. ცხიმიანი ნაღები შეურიეთ რძეს და გააცხელეთ, ნუ წამოადუღებთ. მიღებულ მასას ნელ-ნელა დაუმატეთ კვერცხი, მუდმივად ურიეთ, შემდეგ დაწურეთ.
  3. გაანაწილეთ მასა კერამიკულ ფორმებში, ყოველში ნახევარი დაჭრილი ბანანი დაუმატეთ.
  4. ღრმა საცხობ ფორმაში ჩაასხით წყალი ისე, რომ კერამიკულ ფორმებს ნახევრამდე ფარავდეს.
  5. შედგით 170-180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45 წუთით. გამოიღეთ დესერტი, მოაყარეთ ყავისფერი შაქარი და კვლავ შედგით 10 წუთით, ჩართეთ მხოლოდ ზედა რეჟიმი.

გაცივებული დესერტი მოათავსეთ მაცივარში 1 საათით, შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ. თუ კერამიკული ფორმები არ გაქვთ, შეგიძლიათ ერთჯერადი ჭურჭელი გამოიყენოთ. მაგრამ გვერწმუნეთ, თუ ერთხელ მოამზადებთ ამ რეცეპტით, ხშირად მოისურვებთ გამეორებას და ბოლოს და ბოლოს მოგიწევთ კერამიკული ფორმების შეძენა. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!