როგორ გავხადოთ სალათი “მიმოზა” კიდევ უფრო გემრიელი

787

ინგრედიენტები

  • ზეთში დაკონსერვებული ვარდისფერი ორაგული 1 ქილა
  • კარტოფილი 1 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • ხახვი 1/3
  • მოხარშული კვერცხი 3 ცალი
  • კამა
  • მარილი და წიწაკა
  • ლიმონი
  • ფორთოხლის ცედრა
  • გაფილტრული წყალი

მომზადება

  1. თავდაპირველად გამოაცხეთ სტაფილო და კარტოფილი. გათალეთ კარტოფილი და სტაფილო, მოაყარეთ არილი, შეახვიეთ ფოლგაში და გამოაცხეთ 40 წუთი 200 გრადუსზე.
  2. კონსერვირებული თევზი დაჭყლიტეთ ჩანგლით, მოაყარეთ დაჭრილი კამა.
  3. დააქუცმაცეთ ხახვი, მოაყარეთ მარილი, მოასხით ლიმონის წვენი და ცხელი წყალი. გამოწურეთ ხახვი, გადაასხით ზედმეტი სითხე. ხახვი მოაყარეთ თევზს და დაელოდეთ.
  4. გახეხეთ კვერცხის ცილა და ჩაყარეთ ჯამში.
  5. სტაფილო,კარტოფილი და კვერცხის გული წვრილად გახეხეთ.
  6. აიღეთ კულინარიული წრე, მოათავსეთ თეფშზე და დაიწყეთ სალათის აწყობა. პირვლი ფენა ხახვი და თევზია.
  7. მოასხით მაიონეზი. მოაყარეთ ცილა, შემდეგსტაფილოს ფენა, ფორთოხლის ცედრა და ისევ მოასხით მაიონეზი.
  8. შემდეგი ფენა გახეხილი კარტოფილი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. მოაყარეთ გახეხილი კვერცხის გული.
  9. სალათი შეგიძლიათ გააფორმოთ გემოვნებით. შეინახეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!