გარგარის მურაბის ბოშური რეცეპტი

ზამთრისთვის მურაბის მოსამზადებლად რამდენიმე საათის დახარჯვა აუცილებელი სულაც არ არის, ამ სტატიაში შემოგთავაზებთ მურაბის რეცეპტს რომლის დამზადებასაც სულ რაღაც 15 წუთი ჭირდება.

ჩვეულებრივ, მურაბის გასასქელებლად მას დიდხანს ვხარშავთ, თუ კლასიკური მურაბი მოსამზადებლად საჭირო ბევრი დრო არ გაქვთ, ჩვენ პატარა ეშმაკობას გთავაზობთ. 15 წუთის შემდეგ სქელ და არომატულ მურაბას მიიღებთ, ხოლო ქილაში ცოტა დროის გატარების შემდეგ გარგარის ნაყოფისგან ნამდვილ მარმელად მიიღებთ, რომელიც თქვენს ზამთრის დღეებს ნამდვიალდ გაახალისებს!

ინგრედიენტები

  • 1 კილოგრამი გარგარი
  • 1 კილოგრამი შაქარი
  • 3 სუფრის კოვზი წყალი
  • 1/3 ჩაის კოვზი ლიმონმჟავა
  • 20 გრამი აგარ-აგარი

(აგარ- აგარი ტრადიციული ცხოველური ჟელატინის ალტერნატივაა. ის მზეზე გამომშრალი წყალმცენარეებისგან მზადდება და შექსქელებული სოუსებისა და ჯემების დასამზადებლად გამოიყენება. მას ასევე ნამცხვრების კრემების, ნაყინის, მარმელადის, ზეფირის და სხვადასხვა აზიური კერძების დასამზადებლადაც იყენებენ)

მომზადების წესი

1. გარგარი საგულდაგულოდ გარეცხეთ, მოაშორეთ კურკები. ნაყოფის დაჭრა აუცილებელი არ არის, მურაბა ამ რეცეპტში გახლეჩილი გარგრისგან მზადდება.

2. მოამზადეთ ლიტრიანი ან ნახევარ ლიტრიანი ქილები. ისინი 3-5 წუთის მანძილზე მიკრო ტალღურ ღუმელში ან ნებისმიერი სხვა მიაღები ხერხით გაასტერილეთ. ქილის თავსახურები 3 წუთის მანძილზე მდუღარეში გააჩერეთ.

3. გარგარი ღრმა ტაფაში ან სქელძირიან ქვაში მოათავსეთ. სასურველია ჭურჭელი მიჭვის საწინააღმდეგო ფენით იყოს დაფარული.

4. გარგარიან ტაფას 3 ჭიქა წყალი დაასხით და ცეცხლზე დადგით. 5 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე ამზადეთ, სანამ გარგარი წვენი გამოყოფას არ დაიწყებს. დროდადრო გარგარს ხის კოვზით ურიეთ.

5. შაქარი სამ ნაწილად დაყავით. პირველი ნაწილი გარგარს დაუმატეთ და ურიეთ. როდესაც შაქარი გალღვება მეორე პორციაც დაუმატეთ. ურიეთ გარგარს- ქვემოდან ზემოთ და შაქრის მესამე ნაწილიც დაუმატეთ.

6. ცეცხლს დაუწიეთ და დაელოდეთ სანამ გარგრის მურაბა დუღილს არ დაიწყებს. როდესაც მასა ადუდება ლიმონმაჟაბა დაუმატეთ და 10-12 წუთი ხარშეთ.

7. მზადების პროცესის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, აგარ-აგარი 4 სუფრის კოვზი წყალში გააზავეთ და მურაბას დაუმატეთ.

8. მურაბას ქაფი მოხსენით და სტერილურ ქილებში მოათავსეთ. მოცემული რაოდენობის ინგრედიენტებისგან 1200 მილიგრამი მურაბა გამოდის.

აუცილებლად გამოიყენეთ ეს მარტივი რეცეპტი გარგარის მურაბის მოსამზადებლად. აგარ-აგარით ალუბლის და მარწვის მურაბებსაც ამზადებე. მაშზი მომზადებული ხილის ნაყოფი მარმელად ემსგავსება.