ქათმის მომზადების საუკეთესო მეთოდი – ფილე ნაღების სოუსში

843

ქათმის ფილე ნაღების სოუსში – ფრინველის ხორცის მომზადების შესანიშნავი მეთოდია, რადგან ფილე ნაღების და სანელებლების წყალობით წვნიანი და ძალიან ნაზი ხდება.

რეცეპტი ცხოვრების თუნდაც იმ შემთხვევისთვის მაინც უნდა დაიმახსოვროთ, როცა ქათმის ფილე გაქვთ, მაგრამ სამზარეულოში ფუსფუსისთვის დრო კი არ გყოფნით. ქათმის ფილე ნაღების სოუსში კარტოფილს, ბრინჯს და ნებისმიერ ბოსტნეულს შესანიშნავად ერწყმის. ფილეს ამ რეცეპტით გამოცხობა სცადეთ, რადგან ეს ქათმის მომზადების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია!

ქათმის ფილე ნაღების სოუსში

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ქათმის ფილე
  • 1 ჭიქა ცხიმიანი ნაღები
  • 1 ჩ/კ მდოგვი
  • 3 კბილი ნიორი
  • 4 ტოტი ბეგქონდარა
  • 100 გრ ხმელი ყველი
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

1. ფილეს ორივე მხრიდან მარილი და წიწაკა მოაყარეთ.

2. ტაფა გაახურეთ და ფრინველის ხორცი ორივე მხრიდან ოქროსფერი ქერქის გაჩენამდე შეწვით.

3. ნაღებს დაჭყლეტილი ნიორი, მდოგვი და ბეგქონდარა დაუმატეთ, ცოტა მარილი და წიწაკა მოაყარეთ და სოუსს აურიეთ.

4. ყველი წვრილ სახეხზე გახეხეთ.

5. ფილე საცხობ ფორმაში მოათავსეთ.

6. ნაღების სოუსი დაასხით.

7. ზემოდან გახეხილი ყველი მოაყარეთ და 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით აცხვეთ. მთავარია – ფილე ზედმეტად დიდხანს არ გააჩეროთ, რომ ის წვნიანი და ნაზი დარჩეს.

ამ რეცეპტით ყოველთვის კერძის სწრაფად მომზადებას და ოჯახის გემრიელად დანაყრებას შეძლებთ. თუ ქათმის ფილეს რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.