6 სანელებელი, რომელიც ბრინჯის გემოს და არომატს მდიდარს და სასიამოვნოს გახდის

211

ბრინჯი ჩემი ერთ–ერთი საყვარელი მარცვლეულია. იდეალურად ეთავსება თევზს, ხორცს, სალათს და ბოსტნეულს. გარნირის ნეიტრალური გემო სხვა კერძს იდეალურად ხაზს უსვამს. თუ სანელებლებს გამოიყენებთ, ბრინჯის ფაფა უფრო არომატული და გემრიელი გამოვა.

Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი სანელებლები დაუმატოთ ბრინჯს, რომ სიკაშკაშე შემატოთ და უბრალო გარნირიდან დახვეწილი სამზარეულოს კერძად აქციოთ.

სანელებლები ბრინჯისთვის: 6 იდეალური არომატი

ზაფრანა

ამ სანელებელს ამავე სახელწოდების ყვავილის დინგიდან აგროვებენ. ძვირადღირებულად ითვლება, რადგან ერთი ყვავილი მხოლოდ 3 დინგს იძლევა. გამოდის, 1 კგ სანელებლის მისაღებად ზუსტად 200 000 ყვავილი უნდა გამოიყენოთ.

ზაფრანას უმატებენ ცომეულს, ყველს, სოსისს და ლიქიორს. ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიის და სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ამ სანელებლით ამზადებენ პაელიას, ბოზბაშს და ფლავს. ბრინჯი ზაფრანით საოცარ გემოს და არომატს იძენს. ჰარმონიული „დუეტის“ შესაქმნელად ბრინჯს ძალიან ცოტა სანელებელი დაუმატეთ. ასე კერძი აღმოსავლურ ნოტებს შეიძენს და ნებისმიერი სუფრის იდეალური დანამატი გახდება.

ასაფეტიდა

ეს არის რძიანი წვენი მშრალი სახით, რომელიც მრავალწლიანი მცენარის, ფერულას ფესვიდან მიიღება. ასაფეტიდას საკმაოდ თავისებური სუნი აქვს, რის გამოც ხალხში „სუნიან რეზინს“ უწოდებენ. თერმული დამუშავების შემდეგ არომატი ქრება, ხოლო კერძი იძენს რბილ გემოს, თითქოს პრასი დაუმატეს. ბრინჯი ამ სანელებლით ძალიან არომატული და პიკანტური გამოდის, ინდური სამზარეულოს მსუბუქ ელფერს იძენს.

კოჭა

ხმელ კოჭას ფხვნილის სახით სანელებლების თაროზე ყოველთვის ვინახავ. საკონდიტრო ნაწარმების მოსამზადებლად ხშირად ვიყენებ. გარდა ამისა, კოჭა გემრიელი ბრინჯის მოხარშვაში მეხმარება. კერძს სასიამოვნო სუნს ანიჭებს, გემოს ცოტა ცხარეს და პიკანტურს ხდის.

კოწახური

კოწახურის ხმელი ნაყოფი ფლავის სანელებლების ნარევში ხშირად გვხვდება. მჟავე გემო აქვს, ამიტომ ბრინჯის ფაფას განსაკუთრებულ სასიამოვნო ნოტებს ანიჭებს.

რეჰანი

რეჰანის მწვანე ფოთლებს ბერძნული სალათის მოსამზადებლად ხშირად ვიყენებ. ახლახანს გავიგე, რომ მას შეუძლია უბრალო ბრინჯი ნამდვილ რესტორნულ კერძად აქციოს. მისი დამატება სცადეთ, როცა ბრინჯის ფაფის მომზადებას გადაწყვეტთ და გაოცდებით, იმდენად საინტერესო არომატს და გემოს შეიძენს.

კარი

როგორ აარიდოთ თავი ამ ინდურ სანელებელს? მასში ხომ სხვადასხვა სანელებლის მთელი „თაიგული“ შედის. რა თქმა უნდა, ძირითადად, ესაა კურკუმა, ულუმბო, ქინძი და წითელი წიწაკა. ეს ნარევი ნეიტრალურ ბრინჯს ანიჭებს ახალ, მდიდარ სუნს და გემოს.

უკვე იცით, რა დაუმატოთ ბრინჯს, რომ კერძს მდიდარი გემო და ორიგინალობა შემატოთ. სხვადასხვა სანელებლის გამოყენებით თითქოს გასტრონომიულ ტურს აწყობთ სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ბრინჯი ხალხური სამზარეულოს ერთ–ერთ მთავარ კერძად ითვლება.