ტოლმა პეკინის კომბოსტოსა და საფანელიანი ფარშის განუმეორებელი გემოთი

930

ერთმა გენიოსმა ადამიანმა თქვა: “ფრიტურში ყველაფერი უგემრიელესი გამოდის” დღეს ჩვენ ამ მეთდით ტოლმის მომზადება გადავწყვიტეთ.

ინგრედიენტები

  • კომბოსტო 1 ცალი
  • კვერცხი 4 ცალი
  • მწვანე ხახვი 15გ
  • სოიოს სოუსი 2 სუფრის კოვზი
  • საფანელი გემოვნებით
  • ქათმის ფარში 500გ
  • ჯანჯაფილი 1 სუფრის კოვზი
  • სიმინდის სახამებელი 2 სუფრის კოვზი
  • წიწაკა ჩილი 1 ჩაის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი

მომზადება

1.კომბოსტოს მოაშორეთ უხეში მხარე. ქვაბში აადუღეთ მარილიანი წყალი. 1-1 წუთით ჩაუშვით კომბოსტოთ თითოეული ფოთოლი.

2.გააგრილეთ. ამასობაში მოამზადეთ შიგთავსი. ქათმის ფილეს დაუმატეთ კვერცხი, მწვანე ხახვი, სოიოს სოუსი და წიწაკა ჩილი.

3.დაუმატეთ ჯანჯაფილი და სახამებელი. მოურიეთ. თითოეული ფოთოლზე მოათავსეთ 1 სუფრის კოვზი შიგთავსი. დაახვიეთ რულეტისებურად.

4.დარჩენილი კვერცხი ათქვიფეთ. ამოავლეთ რულეტი კვერცხში და შემდეგ საფანელში. შეწვით 4-5 წუთი.

5.მზა რულეტები მოათავსეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.

გემრიელად მიირთვით!