ბანანის და შოკოლადის უგემრიელესი დესერტი “სპილოს ცრემლი”

751

შოკოლადი და ბანანი – შეუდარებელი დუეტია. ასეთ დესერტებზე უარს ვერასოდეს ვამბობ.

ამ ტორტის ფუძედ მე ვიყენებ თაფლისა და შოკოლადის ბისკვიტს. გაითვალისწინეთ, რომ ამ სახის ბისკვიტი ხშირად იბზარება. ასე რომ ამაზე არ იდარდოთ. კარგად ვნამავ, ვუსმევ შოკოლადს და ყველაფერი იდეალურადაა. თითოეული ნაჭერი პირში ლღვება.

ინგრედიენტები

  • ორბლის ფქვილი 120გ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • კაკაო 3 სუფრის კოვზი
  • შაქარი 150გ
  • თაფლი 2 სუფრის კოვზი
  • არაჟანი 600გ
  • შაქრის ფხვნილი 220გ
  • ბანანი 3 ცალი
  • ვანილი 1 ჩაის კოვზი
  • რძე 5 სუფრის კოვზი
  • კარაქი 50გ

მომზადება

1.გაცერით ფქვილი, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი კაკაო და გამაფხვიერებელი. მოურიეთ.

2.ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი შაქართან და თაფლთან ერთად. მოაყარეთ ფქვილის მასა და ფრთხილად მოურიეთ.

3.ცომი ჩაასხით ფორმაში, გადაანაწილეთ ნიჩბით. გამოაცხეთ 15 წუთი 190 გრადუსზე.

4.იმავე ზომის პერგამენტს მოაყარეთ შაქარი. გადმოაბრუნეთ მზა ბისკვიტი ფირფიტაზე, დააფარეთ პირსახოცი 3-5 წუთი. ფრთილად მოხსენით პერგამენტი.

5.ბისკვიტის ცენტრში მოათავსეთ საბრტყელებელი და გადაკეცეთ შუაზე.

6.ამასობაში არაჟანს დაუმატეთ 160გ შაქრის ფხვნილი და მოურიეთ.

7.გაშალეთ ბისკვიტი, წაუსვით არაჟნის კრემი, ზემოდან გადაანაწილეთ მთელი ბანანი. ისევ გადაკეცეთ ბისკვიტი.

8.მოამზადეთ მინანქარი. ამისათვის ჯამში მოათაავსეთ 1 სუფრის კოვზი კაკაო, 60გ შაქრის ფხვნილი და ვანილი. მოურიეთ, მოასხით ცხელი რძე და აადუღეთ. გადმოიტანეთ ცეცხლიდან მინანქაი, დაუმატეთ კარაქი და დაელოდეთ გალღვობას.

9.მოასხით მინანქარი. გააგრილეთ 2 საათი.

გემრიელად მიირთვით!