10 ყველაზე გემრიელი ყველი მსოფლიოში, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ

2153

1. პარმეზანი-მაგარი, მყიფე, პიკანტური გემოვნებით.

იგი უნდა დაჭრათ თხელ ნაჭრებად და უნდა მიირთვათ ბერძნულ კაკალთან და მსხალთან ერთად. პარმეზანს უმატებენ პასტაში, რიოტოსა და ომლეტებში. 100 გრ პარმეზანი საშუალოდ 392 კალორიას შეიცავს.

2. ბრი-უძველესი ფრანგული ყველი.

სამეფო ყველი. მისი გემო დამოკიდებულია მისი დამზადების თარიღსა და ვარგისიანობის ვადაზე, მას მიირთმევენ სოკოსთან ან ხილთან ერთად. ხილი და ბრი საუკეთესო კომბინაციაა. 100 გრ ბრი საშუალოდ 330 კალორიას შეიცავს.

3. კამბოზოლა-გერმანული ძროხის ყველია, რომელსაც ობი აქვს მოდებული. მწარმოებლებმა შეაერთეს ფრანგული რბილი ყველი და იტალიური გორგოცოლა, სწორედ ასე წარმოიშვა ამ სახეობის ყველი.

გემო კამამბერის მსგავსი აქვს, თუმცა, ობიანი ჩანართების გამო ის უფრო გაჯერებული და ცხარეა. უმჯობესია ეს ყველი ნესვთან, ყურძენთან ან მსხალთან ერთად მიირთვათ.

იმისათვის, რომ სრულად შევიგრძნოთ კამბაზოლას ყველის დელიკატური გემო, სანამ მას მიირთმევდეთ, მოათავსეთ იგი თეფშზე და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე ერთი საათით. 100 გრ კამბაზოლა საშუალოდ 427 კალორიას შეიცავს.

4. მასკარპონე-იტალიური ნაღების ყველი, მდიდარი გემოთი. იგი იოგურტსა და ნაღებს მოგაგონებთ.

100 გრ მასკარპონე საშუალოდ 453 კალორიას შეიცავს.

5. კამამბერი-ძროხის რძისგან დამზადებული რბილი ყველი.

ბრი და კამამბერი ერთმანეტს გემოთი ძალიან ჰგავს, თუმცა, ბრი გაცილებით უცხიმოა. 100 გრ კამამბერი შეიცავს 300-მდე კალორიას.

6. დორ ბლიუ-გერმანული ლურჯი ყველი.

იგი ყურძენთან და კაკალთან ერთად უნდა მიირთვათ. თუ ერთდროულად ყველის რამდენიმე სახეობას მიირთმევთ, უმჯობესია იგი ბოლოსთვის მოიტოვოთ. 100 გრ დორ ბლიურ საშუალოდ 354 კალორიას შეიცავს.

7. გორგონზოლა-ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიური ყველი, რომლისთვისაც დამახასიათებელია მკვეთრი ცხარე გემო.

ამ ყველს ასევე მოტკბო გემოც აქვს, კაკლის ჰაეროვან და მსუბუქ არომატთან ერთად. 100 გრ გორგონზოლა შეიცავს 358 კალორიას.

8. მოცარელა-კამეჩის რძისგან დამზადებული ყველი.

ეს ყველი იდეალურია პომიდორთან, ბაზილიკასთან და ზეითუნის ზეთთან ერთად. შეგიძლიათ ასევე ცოტაოდენი შავი პილპილი დაუმატოთ. 100 გრ მოცარელაში 250 კალორიაა.

9. როკფორი-ცნობილი ფრანგული ყველი ობით.

ეს ყველი ძალიან უხდება ღვინოებს: Cahors, Sauternes, Porto. 100 გრ როკფორი შეიცავს 335 კალორიას.

10. ტეტ-დე-მუან-გახლავთ ექსკლუზიური შვეიცარიული ყველი.

ამ ყველის სახელწოდება ფრანგულიდან ითარგმნება, როგორც “ბერის თავი”. ტეტ-დე-მუან მზადდება ძროხის მხოლოდ ზაფხულში მიღებული რძისგან. ინახება 3 თვეზე მეტ ხანს. მზა ყველი ერთგვაროვანია, მას მკვრივი ტექსტურა აქვს. ყველს ძალიან ძლიერი არომატი და გამოკვეთილი გემო აქვს.

ძალიან უხდება თეთრ ღვინოს. 100 გრ ტეტ-დე-მუან 410 კალორიას შეიცავს.