იტალიელ მეყველესთან პაემნის შემდეგ ყველს გამუდმებით იოგურტიდან ვამზადებ

445

ვამზადებთ ყველს სახლში იოგურტით და რძით. გემრიელი გამოდის, მაღაზიაში ნაყიდ მოცარელას არაფრით ჩამოუვარდება. მათაც შეუძლიათ მიირთვან, ვინც სხეულის ფორმებს ყურადღებას აქცევს. აღმოჩნდა, რომ ასეთი ყველის მომზადება საკმაოდ მარტივი და სწრაფია. ინგრედიენტების სია შეისწავლეთ.

იოგურტის ყველი

Gastronomia.ge–ს რედაქცია ასეთი ყველის ორ ვარიანტს გთავაზობთ. ერთ–ერთი მხოლოდ რძეს, იოგურტს და სანელებლებს შეიცავს, ხოლო მეორე მწვანილით გამდიდრებული და უფრო პიკანტურია. პირველი რეცეპტი დილის ბუტერბროდში გამოგადგებათ, მეორე ახალ სალათს ან პასტას იდეალურად უხდება.

ინგრედიენტები:

  • 1 ლ რძე
  • 150 გ ნატურალური იოგურტი
  • 1 ს/კ ძმარი
  • 1,5 ს/კ მარილი

მომზადების წესი:

  1. სასურველია, ყველი სქელძირიან ქვაბში მოამზადოთ, რომ არაფერი დაიწვას. რძე ქვაბში ჩაასხით და მარილი დაუმატეთ. სითხეს ურიეთ და სუსტ ცეცხლზე დადგით. რძე არ უნდა ადუღდეს.
  2. სანამ ნარევს ქურიდან გადმოდგამთ, იოგურტი დაუმატეთ და ისევ ურიეთ. ნარევში პატარა გოროხები უნდა შეიკრას. ძმარი დაუმატეთ და ისევ ურიეთ.
  3. მარლა მოამზადეთ, მინიმუმ 3 ფენად გაკეცეთ. საწურზე დააფინეთ და მასში მომავალი ყველი ჩაასხით. მარლის კიდეები შეკარით და ყველიდან დარჩენილი შრატი გამოწურეთ. სიტყვაზე, მისი გადასხმა არ შეიძლება.
  4. მზა მრგვალი ყველი დარჩენილ შრატში ჩადეთ და ოთახის ტემპერატურაზე სრულად გაგრილებას დაელოდეთ. ახლა ყველი და შრატი 1 დღით მაცივარში შეინახეთ. ამის შემდეგ ყველი შეგიძლიათ გამოიყენოთ. სასურველია, რომ დახურულ პლასტმასის კონტეინერში ჩადოთ და მაცივარში შეინახოთ.

ყველი იოგურტით და რძით

ინგრედიენტები:

  • 1 ლ რძე
  • 200 გ თეთრი იოგურტი
  • 3 კვერცხი
  • 1 ს/კ შებოლილი პაპრიკა
  • 2 ს/კ ხმელი პიტნა
  • მარილი

მომზადების წესი:

  1. კვერცხი და იოგურტი ღრმა თასში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ურიეთ. ამ დროში რძე ქურაზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ. როგორც კი, რძე დუღილს დაიწყებს, კვერცხი–იოგურტის ნარევი დაუმატეთ.
  2. ასეთი ყველი ზუსტად 7-8 წუთით ხარშეთ. როცა კვლავ ადუღდება, პიტნა, პაპრიკა და სანელებელი დაუმატეთ. კიდევ 1 წუთით მოიცადეთ და ქურიდან გადმოიღეთ.
  3. შემდეგ პროცედურა იგივეა, როგორც პირველ რეცეპტში. ყველი მარლადაფარებულ საწურზე გადაიტანეთ. ზედმეტი სითხე მოაშორეთ და ყველის ნაწილები სუფთა მარლაზე გადაიტანეთ.
  4. ახლა ერთგვარი სიმძიმე გააკეთეთ. ამისთვის შესაფერისი ფორმა შეარჩიეთ. მასში ყველი ჩადეთ და ზემოდან რაიმე დაადეთ. მაგალითად, საცხობი ფორმა ან ქილა გამოიყენეთ. მზა ყველი 4 საათის შემდეგ შეგიძლიათ გასინჯოთ.

როგორც ხედავთ, იოგურტით და რძით ყველის მომზადება მარტივია. ეს ორი რეცეპტი ნებისმიერი დიასახლისისთვის ნამდვილი ხსნაა. ახლა შეგიძლიათ რბილი ყველი, ხაჭოს მსგავსი და ხმელი ყველი ისე მოამზადოთ, თითქოს მაღაზიაში შეიძინეთ.