ღვეზელი „გლეხური“, რომელიც ბავშვობაში დაგაბრუნებთ. დაუვიწყარი გემო აქვს

330

ბებიის მიერ მომზადებული ღვეზელის გემო ბავშვობიდან მახსოვს. ნაზი ხავერდოვანი ცომი კარტოფილის სქელი შიგთავსით. გახსენებაზე ნერწყვები მადგება. ახლახანს ისე ძალიან მომინდა, რომ ბებიას სოფელში ვესტუმრე და ვთხოვე, ღვეზელის გაკეთება ესწავლებინა. ბებიამ უარი არ მითხრა. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გამოაცხოთ კარტოფილის ღვეზელი „გლეხური“.

თხელი ღვეზელები

ცომის ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა თბილი კარტოფილის ნახარში
  • 1 ჩ/კ მშრალი საფუარი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 2,5 ჭიქა ფქვილი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 6 კარტოფილი (საშუალო)
  • 2 ხახვი
  • 50 გ კარაქი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი:

1. ამ რეცეპტში ყველაფერი ურთიერთკავშირშია. ჯერ კარტოფილი გათალეთ და დაჭერით. მარილიან წყალში მოხარშეთ. კარტოფილის ნახარშის ნაწილი შეინახეთ, რომ მისგან ცომი მოამზადოთ. მოხარშული კარტოფილი დაჭყლიტეთ და გვერდზე გადადეთ.

2. ხახვი დაჭერით და კარაქში შეწვით. შემწვარი ხახვი პიურეს დაუმატეთ.

3. ცომის მოსამზადებლად საფუარი, შაქარი და მარილი თბილ ნახარში გახსენით. 2 ჭიქა ფქვილი დაუმატეთ და რბილი, ოდნავ წებოვანი ცომი მოზილეთ. 1 საათით სითბოში გააჩერეთ. შემდეგ დარჩენილი ფქვილი დაუმატეთ და ჩაზილეთ.

4. ცომი სამ ნაწილად გაყავით. თითოეულს ძეხვის ფორმა მიეცით. ნაჭრებად დაჭერით. თითოეული ნაჭერი წრეზე გააბრტყელეთ. წრის ცენტრში სუფრის კოვზი კარტოფილის შიგთავსი მოათავსეთ. კიდეები შეკარით.

5. ღვეზელი ოდნავ გააბრტყელეთ. ბევრ ზეთში ოქროსფერი ქერქის მიღებამდე შეწვით.

თხელი ღვეზელი ზუსტად ისეთია, როგორიც ბავშვობაში მახსოვდა. დიახ, სასარგებლო კერძი არაა, მაგრამ ბევრ სიხარულს მანიჭებს. ზოგჯერ თავის განებივრება ღირს.