საფირმო ოდესური ბადრიჯნის ხიზილალა, რომლის მომზადებაც არ უნდა გამოგრჩეთ

192

თითქმის ყოველ ზაფხულს მახსენდება ჩემი პირველი მოგზაურობა ოდესაში, სადაც დეიდას ვესტუმრეთ. დიდებული ვახშამი დაგვახვედრა. ყველაფერი გემრიელი იყო, მაგრამ ბადრიჯნის ხიზილალა ჩემი ფავორიტი გახდა. ჩემი გული მოიგო.

ბადრიჯნის ხიზილალა

–დეიდა, შენი ბადრიჯნის ხიზილალა სასწაულია! – ერთმანეთს კომპლიმენტების თქმას არ ვაცდიდით.

–ჰმ! ხიზილალაზე ამბობენ! „ბადრიჯნის ხიზილალა“! – გამოგვაჯავრა დეიდამ, მაგრამ მაშინვე შემოგვთავაზა, რომ ხვალ ერთად მოგვემზადებინა. მისი წინადადება სიამოვნებით მივიღეთ. დღემდე სიხარულით ვიმეორებ, რომ ბადრიჯნის ხიზილალა ოდესელი დეიდას საფირმო კერძია.

Gastronomia.ge–ს რედაქცია გირჩევთ, რომ სეზონზე ბადრიჯნის ხიზილალის მომზადება აუცილებლად სცადოთ. ჯერ მცირე რაოდენობით მოამზადეთ, რომ პროფესიონალურად მომზადება ისწავლოთ.

ბადრიჯნის ხიზილალა

ინგრედიენტები:

  • 1 ბადრიჯანი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 1 პომიდორი
  • 1-2 კბილი ნიორი
  • 1 ს/კ მცენარეული ზეთი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  • ძმარი გემოვნებით
  • მწვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. მსხვილი ბოსტნეული, ხორციანი ბულგარული წიწაკა და პომიდორი აიღეთ. ბადრიჯანი და ბულგარული წიწაკა გარეცხეთ და გაამშრალეთ, მცენარეული ზეთი წაუსვით და 180-200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში გამოსაცხობად მოათავსეთ. როგორც კი კანი დაიბერება და დამწვრობის ნიშნები გაჩნდება, ღუმელიდან გამოიღეთ და პარკში ჩადეთ. რამდენიმე წუთით ჰაერზე წვდომა არ უნდა ჰქონდეს. ასე კანს ადვილად მოაცილებთ.

2. პომიდორი კარგად გარეცხეთ და ჯვარედინად ჩაჭერით. ჯერ 30 წამით მდუღარე წყალში ჩადეთ, შემდეგ – ცივ წყალში. შემდეგ კანი მოაშორეთ, ზედმეტი სითხე გადაწურეთ. ბადრიჯანს და წიწაკას კანი მოაშორეთ. წიწაკას მარილწყალი გადაავლეთ, რომ თესლი და მიმწვარი კანის ნაწილები სწრაფად მოშორდეს.

3. ბოსტნეული წვრილად დაჭერით. ხორცის დანით უფრო ადვილად და წვრილად დაჭრით. ნიორი ძალიან წვრილად დაჭერით. ყველაფერს კარგად აურიეთ და გემო გაუსინჯეთ. თუ საჭიროა, გემოვნებით სანელებლები დაუმატეთ. სურვილის შემთხვევაში, ზეთი და ძმარი შეგიძლიათ არ დაუმატოთ. ცხობისას ბოსტნეულის გემო იმდენად იშლება, რომ არაფერი ზედმეტი არც სჭირდება.

4. ხიზილალა სუფრაზე შავი პურის ტოსტთან ერთად გაიტანეთ.

თუ გსურთ, ბადრიჯნის ხიზილალით არა მხოლოდ ოჯახის წევრებს, არამედ ახლობლებსაც გაუმასპინძლდეთ, ინგრედიენტების რაოდენობა გაზარდეთ. 1 კგ ბადრიჯანზე აიღეთ 500 გ ბულგარული წიწაკა, 4 პომიდორი, 3–4 მსხვილი კბილი ნიორი, 50 გ მცენარეული ზეთი. სანელებლები და მარილი გემოვნებით დაუმატეთ. წინასწარ ხიზილალა დააგემოვნეთ. ასე სრულყოფილი გამოვა. კერძის მომზადებაში ოჯახის წევრებიც ჩართეთ. მათ ინგრედიენტების დაჭრა შეგიძლიათ სთხოვოთ.