ცხარე კრეოლური სოუსი ხორცის, წვნიანების, სალათებისა და ბუტერბროდებისთვის

2188

ეკვადორი ერთადერთი ქვეყანაა ლათინურ ამერიკაში, რომელმაც ინდიელების ადათ-წესები შეინარჩუნა. სოუსი აჯი კერკიდევ ინკების პერიოდიდან იყო პოპულარული ანდების მიმდებარე სოფლებში. კოლუმბიასა და ეკვადორში მას თითქმის ყველა კერძში უმატებენ.

ბევრს მცდარად ჰგონია, რომ ეკვადორული სამზარეულო ძალიან ცხარეა. თუმცა, ყველა რესორანში კერძს ზომიერი სიცხარით მოგართმევენ და სხვადასხვა სოუსებს შემოგთავაზებენ. ერთ-ერთი მათგანი კი ხახვის ცხარე სოუსი აჯია.

ინგრედიენტები

  • 1 ც წიწაკა ჩილი
  • 3 კბ ნიორი
  • 1 კონა ქინძი
  • 2 ც ხახვი
  • 1 ც ლიმონი
  • ზღვის მარილი გემოვნებით

მომზადება

1. მოაცილეთ წიწაკა ჩილის თესლი და დაჭერით რაც შეიძლება წვრილად. ასევე წვრილად დაჭერით ხახვი და ნიორიც.

2. გახეხეთ ერთი ლიმონი, დაწურეთ წვენი. წვრილად დაჭერით ქინძი.

3. შეურიეთ ინგრედიენტები, დაუმატეთ ლიმონის წვენი და ცედრა, მარილი გემოვნებით.

სოუსი მაცივარში 3 დღე ინახება, თუმცა უმჯობესია ახლად მომზადებული გამოიყენოთ. არ დააბლენდეროთ ინგრედიენტები, რადგან ამგვარად წარმოქმნილი წვენი ინგრედიენტების ხარისხს კარგავს. სუვილისამებრ დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი. მოამზადეთ  სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!