ხაჭოს ძალიან გემრიელი ბლინები მზადდება ფქვილის გარეშე. მივირთმევ მაშინაც, როდესაც დიეტაზე ვარ

3708

იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ძალიან მცირე დრო გვაქვს, დიასახლისები პირველ საქმედ ყოველთვის ოჯახის გამოკვებას ვირჩევთ. პირადად ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა შვილებმა იკვებონ სწორად და ჯანსაღად, გაიზარდნონ ლამაზები და ჯანმრთელები. სწორედ ამიტომ, ყოველთვის დიდ ყურადღებას ვამახვილებ იმ ფაქტზე, თუ რითი იკვებებიან ისინი და რითი ვიკვებები მე.

ძალიან ნოყიერი და გემრიელი ბლინები ხაჭოთი – იდეალური საუზმე ოჯახის ყველა წევრისთვის, რომელიც განსაკუთრებით გემრიელი ჩაისა და ყავის დილის ულუფასთან ერთად არის. ყველას კარგად მოგეხსენებათ, თუ რამდენად სასარგებლო პროდუქტია ხაჭო, განსაკუთრებით კი მოზარდებისთვის. ხშირად პატარებს მისი პირდაპირ მირთმევა არ უყვართ, რის გამოც სხვადასხვა მანიპულაციების გამოყენება გვიწევს. ხაჭოს ეს ბლინები მზადდება საკმაოდ სწრაფად და მარტივად, თანაც იმდენად გემრიელია, ოჯახის ვერცერთი წევრი, მათ შორის ჩემი ქმარიც, ამ ბლინებზე უარს ვერ ამბობს.

უგემრიელესი ბლინები ხაჭოთი

აქვე უნდა გითხრათ, რომ ეს ბლინები მზადდება ფქვილის გარეშე და არის ძალიან დაბალკალორიული. ისეთ დროსაც კი, როდესაც დიეტაზე ვარ, საკუთარ თავს რეგულარულად ვანებივრებ ასეთი გემრიელი და ნოყიერი საუზმით, რომელიც არ აზიანებს ფიგურას. დარწმუნებული ვარ, ეს რეცეპტი აუცილებლად მოგეწონებათ. ჩაინიშნეთ ის და გაუზიარეთ მეგობრებსაც სოციალურ ქსელში!

ინგრედიენტები: 

  • 6 კვერცხი
  • 500 მლ რძე
  • 5 ს.კ. სახამებელი
  • 300 გრამი ხაჭო
  • 2 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
  • 150 გრამი არაჟნი
  • შაქარი გემოვნების მიხედვით

მომზადება:

1. ჩანგლის გამოყენებით კარგად ათქვიფეთ 5 კვერცხი და ჩაამატეთ მასში შაქარი.

2. ნელ-ნელა, ეტაპობრივად ჩაამატეთ მასაში სახამებელი და განაგრძეთ თქვეფა იქამდე, სანამ ინგრედიენტები ერთმანეთში ბოლომდე არ გაიხსნება. ნარევში არ უნდა დარჩეს მკვრივი მასები.

3. კვერცხის ათქვეფილ მასაში ჩაამატეთ რძე და მზესუმზირის ზეთი, კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ. თქვენ მიიღებთ თხევად ცომს, რომელიც მცირე დროით აუცილებლად უნდა დააყოვნოთ. დაყოვნების შემდეგ ის ოდნავ შესქელდება.

4. წაუსვით ტაფას კარაქი და შეწვით მასში ბლინები მხოლოდ ერთი მხრიდან.

5. როდესაც ბლინები გამზადდება, შეუდექით მათთვის შიგთავსის მომზადებას. ხაჭოში ჩაამატეთ შაქარი თქვენი გემოვნების მიხედვით, 1 კვერცხი და კარგად ათქვიფეთ ეს მასა.

6. შემწვარ ბლინებს ზემოდან წაუსვით თხელ ფენად ეს მასა და დაახვიეთ რულეტის მსგავსად.

7. საცხობ ფორმაში ჩაალაგეთ გამზადებული ბლინები ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

8. 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში შედგით ისინი გამოსაცხობად დაახლოებით 10 წუთით. ხაჭოს ძალიან გემრიელი ბლინები მზად არის!

მოგეწონათ რეცეპტი? მაშინ აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელში!