ჩებურეკი საკუთარი ხელით. ხრაშუნა კანი, წვნიანი და არომატული შიგთავსი

4036

ყველას გვიყვარს ჩებურეკი. მოოქროსფრო ხრაშუნა კანი, ხორცის წვნაინი შიგთავსი და ფანტასტიკური არომატი – არ მეგულება ადამიანი, რომელიც ამ ჩამონათვალის მიმართ გულგრილი დარჩება. მიუხედავად ამისა, ყოველთვის ვერიდები სხვადასხვა სავაჭრო წერტილებში ჩებურეკის შეძენას, რადგან არასდროს ვიცით, თუ რა პირობებში და რისგან მზადდება ეს არომატული კერძი საეჭვო ობიექტებში.

სწორედ ამ ფაქტის გათვალისწინებით, ჩებურეკის გამოცხობა სახლში თავად ვცადე. სიმართლე გითხრათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მისი მომზადება ასე მარტივად, თანაც მინიმალურ დროში იქნებოდა შესაძლებელი. დღევანდელ სტატიაში გიზიარებთ რეცეპტს, რომელსაც საკმაოდ დიდი ხნის წინ ინტერნეტ სივრცეში მივაგენი და უკვე წლებია მისით ვსარგებლობ. საკუთარი ხელით გამომცხვარი ჩებურეკი ძალიან ხრაშუნა, წვნიანი და არომატული გამოდის – 3 მთავარი ღირსება, რომელიც ამ კერძისთვის უნდა იყოს დამახასიათებელი.

ჩებურეკის დამზადება სახლში

ინგრედიენტები ცომისთვის:

  • 8 ჭიქა ფქვილი
  • 3 ჭიქა წყალი
  • 2 ჩ.კ. შაქარი
  • 150 მლ მცენარეული ზეთი
  • 1 ს.კ. არაყი

მომზადება: 

1. ჩაყარეთ ფქვილი საშუალო ზომის ჯამში.

2. განცალკევებულ ჭურჭელში ჩაასხით წყალი და კარგად გახსენით მასში შაქარი.

3. ფქვილში გააკეთეთ პატარა ჩაღრმავება, ჩაასხით მასში მიღებული ხსნარი, არაყი და მცენარეული ზეთი.

4. ზილეთ კარგად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ჭურჭელს, რომელშიც ცომი გაქვთ მოთავსებული, გადააკარით სტრეჩი (საკვების პლიონკა) და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 1 საათით.

5. სანამ ცომი ამოვა, პარალელურად უნდა შევუდგეთ შიგთავსის დამზადებას. თქვენ დაგჭირდებათ საქონლის ან ცხვრის ფარში. სურვილისამებრ, შეგიძლიათ მათი კომბინირებაც.

6. მზა ცომი გააბრტყელეთ ისე, რომ მისი სისქე 3 მილიმეტრს არ აღემატებოდეს. მოათავსეთ ცომის ერთ ნახევარზე მომზადებული ფარში.

7. გადაკეცეთ ცომი და კარგად შეუკარით მას კუთხეები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შეიძლება ცხობის დროს გაიხსნას და მთელი შიგთავსი გადმოიღვაროს.

8. დაბრაწეთ ჩებურეკი დიდი რაოდენობით ზეთში. საოცრად გემრიელი, არომატული და წვნიანი კერძი მზად არის!

ახლა თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ საკუთარი ხელით მომზადებული ჩებურეკით, რომელსაც ძალიან ხრაშუნა კანი და წვნიანი, თანაც ძაიან არომატული შიგთავსი აქვს. არ დაგავიწყდეთ მეგობრების გამასპინძლება და მათთვის ამ რეცეპტის გაზიარება!