გოგრის ნამცხვარი ხრაშუნა ნიგვზის შიგთავსით

1084

დღევანდელი რეცეპტი უმარტივესია ნამდვილად. გოგრა საკონდიტრო ნაწარმებში ძალიან პოპულარულ ინგრედიენტად იქცა, რადგან ნამდვილად უხდება!

მთავარია მონდომება, ყველაფერი აუცილებლად გამოგივათ!

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 250გ ფქვილი
  • 0,5 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 250გ გოგრის პიურე
  • 110გ შაქარი
  • 125გ არაჟანი ან იოგურტი
  • 2 სუფრის კოვზი თაფლი
  • 80მლ მცენარეული ზეთი (არასურნელოვანი)
  • 2 ქათმის კვერცხი
  • 90გ ფინიკი
  • 0,5 ჩაის კოვზი სოდა
  • 0,5 ჩაის კოვზი დარიჩინი
  • მეოთხედი ჩაის კოვზი მარილი

ინგრედიენტები მოსაყრელი მასისთვის

  • 20გ კარაქი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 35-40გ ნიგოზი
  • 0,5 სუფრის კოვზი ფქვილი
  • მეოთხედი ჩაის კოვზი დარიჩინი

მომზადება

1.დავიწყოთ ცომით. ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი, სოდა და დარიჩინი. დაუმატეთ ქიშმიში ან ფინიკი. ჩააღრმავეთ ცენტრში, აქ გოგრის პიურე უნდა ჩაასხათ.

2.პიურე ასე მზადდება. მოხარშეთ გოგრა, დაჭერით კუბიკებად. დააბლენდერეთ შაქართან, არაჟანთან, ზეტთან,თაფლთან და კვერცხთან ერთად. ჩაასხით პიურე ჩაღრმავებულ მასაში და კარგად მოურიეთ. მზა ცომი ზომიერად სქელი უნდა იყოს.

3.ცომი ჩაასხით ფორმაში, აუცილებლად უნდა იყოს დამუშავებული ცხიმით. მოაყარეთ დამატებითი ინგრედიენტები და გამოაცხეთ.

4.მოსაყრელი მასალა მზადდება ასე: გაგრილებული კარაქი დაჭერით კუბიკებად, დაუმატეთ შაქარი, ნიგოზი და დარიჩინი. შეგიძლიათ დაუმატოთ ფქვილი.

5.გამოაცხეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 1 საათი.

ქიშმიშის და ფინიკის ნაცვლად შეგგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი მშრალი ხილი.

გემრიელად მიირთვით!