ზარმაცი კერძი ბოშების რეცეპტით, რომელიც შაურმას ჩაანაცვლებს!

643

ამ კერძზე მარტივი ცხოვრებაში არაფერი მომიმზადებია, მიუხედავად სიმარტივისა ძალიან გემრიელი, არომატული და ნოყიერი გამოდის. ცომის მომზადების დრო თუ არ გაქვთ, ის შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ უკვე მზა თხელი ლავაშით.

ინგრედიენტები

  • 750გ ქათმის ფილე
  • 200-250გ დამარინადებული სოკო
  • 250გ ყველი
  • 2 სომხური ლავაში
  • 0,5 ჩაის კოვზი გამომშრალი ნიორი
  • 0,5 ჩაის კოვზი პაპრიკა
  • კარრი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

ინგრედიენტები სოუსისთვის

  • 4 კვერცხი
  • 150გ იოგურტი ან არაჟანი
  • 1 ჩაის კოვზი სიმითის მარცვალი
  • 50გ კარაქი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი

მომზადება

1.მარილიან წყალში მოხარშეთ ქათამი. ხარშვისას ქათამს დაუმატეთ წიწაკის მარცვლები და ხახვი.

2.სოუსის მოსაზმადებლად კვერცხს დაუმატეთ, არაჟანი ან იოგურტი. მოაყარეთ მარილი გემოვნებით. წყლის აბაზანაზე გაალღვეთ კარაქი და დაუმატეთ კვერცხის მასას. მოურიეთ.

3.მოხარშული ქათამი დაჭერით წვრილად. გახეხეთ ყველი. გაალღვეთ კარაქი.

4.სანელებლები მოაყარეთ ხორცს და კარგად მოურიეთ. შიგთავსისთვის განკუთვნილი ინგრედიენტები გაყავით 4 ნაწილად.

ლავაში გაყავით 2 ნაწილად, უნდა მიიღოთ 4 ფირფიტა. ერთი ფირფიტის ნახევარზე მოათავსეთ ქათამი, სოკო და ყველი.

5.გადაახვიეთ შაურმის მსგავსად.

6.თითოეული რულეტი გაყავით 4 ნაწილად. რულრტები მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე.

7.რულეტებს სუფრის სკოვზით მოასხით სოუსი. ზემოდან მოაყარეთ ყველი და სიმითის მარცვალი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30 წუთი.

8.გემრიელად მიირთვით!