ქართული ტრადიციებით მომზადებული ბულგარული წიწაკა

1010

საქართველოში ვინც არის ნამყოფი იცის ,რომ აქ ამზადებენ უგემრიელეს მწვადს და ასევე უამრავ ორიგინალურ კერძს. ის ვინც ყოველთვის ახლის ძიებშია აუცილებლად შეინახავს ამ რეცეპტს.

კონსერვირებული სალათის მომზადება ძალიან მარტივია. საკმარისია ინგრედიენტები ერთმაეთს გადაურიოთ, ბულგარულმა წიწაკამ შეიწოვოს სანელებლები, წამოადუღოთ ბოსტნეული 20 წუთი და შეფუთოთ თბილად. ინგრედიენტები გათვლილია 1ლ ქილაზე.

ინგრედიენტები

  • ბულგარული წიწაკა 1კგ
  • ოხრახუში 100გ
  • ხმელი სუნელი 1,5 სუფრის კოვზი
  • შაქარი 2 სუფრის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი 5 სუფრის კოვზი
  • ნიორი 1 ცალი
  • ძმარი 2 სუფრის კოვზი
  • მარილი 1 სუფრის კოვზი
  • შავი დაფქული წიწაკა 0,5 ჩაის კოვზი

მომზადება

1.გარეცხეთ და გამოაშრეთ წიწაკა. დაჭერით 8 ნაწილად.

2.წიწაკა გადაიტანეთ ღრმა და სქელ ქვაბში. დაუმატეთ სანელებლები, ზეთი, მწვანილი და ნიორი.

3.კარგად გადაურიეთ ინგრედიენტებს, დააფარეთ თავსაფარი და შეფუთეთ. 1 საათი დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე, ყოველ 15 წუთში მოურიეთ.

4.როცა წიწაკა კარგად გაიჟღინთება წამოადუღეთ და მოხარშეთ 15 წუთი. დაუმატეთ ძმარი და მოამზადეთ დამატებით 5-7 წუთი.

5.ქილა და მისი თავსაფარ გაასტერილეთ. მიღებული მასა ჩაასხით ქილებში და შეინახეთ გრილ ადგილას.

გემრიელად მიირთვით!