ამ რეცეპტით ყოველთვის იდეალური ფლავი გამოდის. დამწყებიც გაუმკლავდება

456

ზოგიერთი რეცეპტი ნამდვილი საგანძურია, რომელიც არ უნდა დაიკარგოს. ჩემი ფლავის რეცეპტი სწორედ ასეთია. ამ რეცეპტით ფლავს 30 წელია ვამზადებ და არასდროს მინანია. გირჩევთ, სცადოთ.

Gastronomia.ge–ს იდეალური ფლავის რეცეპტს და მომზადების ყველა საიდუმლოს გიზიარებთ.

ყველაზე გემრიელი ფლავი

ინგრედიენტები:

  • 600 გ სტაფილო
  • 2 ხახვი
  • 600 გ ბრინჯი
  • 200 მლ მცენარეული ზეთი
  • 600 გ ცხვრის ხორცი
  • 2 თავი ნიორი
  • 2 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ ძირა

მომზადების წესი:

1. გემრიელი ფლავის გარანტია სტაფილოა. ბევრი სტაფილო დაუმატეთ. ფორმა რომ არ დაკარგოს, მსხვილი და მაგარი ბოსტნეული შეარჩიეთ. სტაფილო გრძელ ზოლებად დაჭერით. ხახვი გაასუფთავეთ და ნახევარ რგოლებად დაჭერით.

2. ფლავისთვის უზბეკური ბრინჯი საუკეთესო ვარიანტია, მაგრამ ნებისმიერი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ბრინჯი რამდენჯერმე კარგად გარეცხეთ. ცივი წყალი დაასხით და 30-40 წუთით გააჩერეთ.

3. ფლავს ცხვრის ხორცი ყველაზე მეტად უხდება, რადგან განსაკუთრებულ გემოს აძლევს. თუმცა ნებისმიერი ხორცი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ხორცი გაწმინდეთ და კუბებად დაჭერით.

4. იდეალური ფლავის მოსამზადებლად სქელძირიანი კაზანი დაგჭირდებათ. ზეთი დაასხით და ქურაზე გააცხელეთ. ხახვი ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. დაჭრილი ხორცი დაუმატეთ, შეწითლებამდე შეწვით. სტაფილო დაუმატეთ, 7 წუთით შეწვით. 500 მლ წყალი დაასხით. ნიორს ზედა ფურცლები მოაშორეთ და მთელი თავები შემწვარ ბოსტნეულსა და ხორცს დაუმატეთ. წყლის ადუღებისას ნივრის თავები ქვაბიდან ამოიღეთ. არ გადააგდოთ, ისევ დაგჭირდებათ.

5. მარილი მოაყარეთ. ბრინჯი დაუმატეთ. წყალი ბრინჯს ორი თითით უნდა ფარავდეს. ფლავი დაახლოებით 15 წუთით ხარშეთ. წყლის ძირითადი ნაწილის აორთქლებას დაელოდეთ, შემდეგ შუაში ნივრის თავები ჩადეთ. ბრინჯი და ძირა მოაყარეთ. თავსახური დაახურეთ, ცეცხლს დაუწიეთ და 20 წუთით ჩაშუშეთ. გემრიელი ფლავი მზადაა.

ფლავის მომზადებას დიდი დრო სჭირდება, მაგრამ ნოყიერი კერძი მთელ ოჯახს რამდენიმე დღე დაანაყრებს. სუფრაზე მსუბუქ სალათთან ერთად გაიტანეთ. კომბოსტოს მწნილი იდეალურად უხდება.