ქათმის კოტლეტები სიმინდით. კარგად ინარჩუნებს ფორმას, სადღესასწაულო სუფრაზეც კი არ შეგარცხვენთ

1195

ქათამი – ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და გემრიელი ხორცეულია.და რამდენი რეცეპტიც არ უნდა გამოიყენოთ, ყოველთვის აღმოაჩენთ რაიმე ახალს და საინტერესოს. „გასტრონომიას“ რედაქცია გიზიარებთ ქათმის კოტლეტების რეცეპტს, სადაც მნიშვნელოვანი ინგრედიენტი გახლავთ სიმინდი. ასეთი შეხამება კერძს პიკანტურ ნოტას სძენს, კოტლეტები წვნიანი, რბილი და ძალიან გემრიელი გამოდის.

მომზადება სწრაფი და იოლია. გარნირად გამოგადგებათ კარტოფილის პიურე, წიწიბურა ან მაკარონი. ბავშვებს ასეთი კერძი ძალიან მოეწონებათ.

ინგრედიენტები

  • 450 გრ ქათმის ფილე
  • 120 გრ სიმინდის კონსერვი
  • 1,5 ს.კ. სახამებელი
  • 1-2 ც კვერცხი
  • კამა გემოვნებით
  • ზეთი გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. გარეცხეთ და გააშრეთ ქათმის ფილე. დაჭერით წვრილად კუბებად.

2. ღრმა თასში შეურიეთ დაჭრილი ხორცი და სიმინდი.

3. დაამატეთ კვერცხი, სახამებელი, მარილი, პილპილი, დაჭრილი მწვანილი და კარგად მოურიეთ.

4. გაახურეთ ტაფა, დაასხით ზეთი. დააწვეთ კოვზით ფარში, როგორც ამას ოლადების მომზადებისას აკეთებთ. საშუალო ცეცხლზე შეწვით ორივე მხრიდან.

კოტლეტები კარგად ინარჩუნებს ფორმას. შეგიძლიათ დააწყოთ სალათის ფურცლებზე. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს.