მორთული ბრინჯის ტორტი ალუბლით და შოკოლადით. ფქვილის, საფუარის და გამაფხვიერებლის გარეშე

260

პირველად ბრინჯის ტორტი მეგობრის სახლში წვეულებაზე გავსინჯე. პირველ ლუკმას მეორე მოჰყვა: ვცდილობდი გამეგო, ხომ არ მეჩვენებოდა. არ მომეჩვენა. საოცარი დესერტი ნამდვილად ბრინჯით იყო მომზადებული.

დაგვეთანხმეთ, რომ ცოტა ადამიანი თუ აღიქვამს ბრინჯს ტკბილეულის ინგრედიენტად. ჩვენთვის უფრო თევზის გარნირი ან ფლავის ერთ–ერთი მთავარი ინგრედიენტია. სულ ტყუილად! აღმოჩნდა, რომ ეს მარცვლეული ტკბილ ინგრედიენტებს იდეალურად ეთავსება და დესერტის ბაზის როლს ასრულებს. ახლა ბრინჯის ტორტს მიზეზით ან მის გარეშე ვამზადებ.

როგორ მოვამზადოთ მორთული ბრინჯის ტორტი ალუბლით და შოკოლადით

ერთი შეხედვით, ასეთი მორთული დესერტის მომზადება რთული და შრომატევადია. ასე არაა! უცომო ტორტს მრავალწლიანი საკონდიტრო გამოცდილება არ სჭირდება. დამწყებიც გაუმკლავდება. მთავარია, პროპორციები და ინსტრუქციები მკაცრად დაიცვათ.

ინგრედიენტები:

  • 500 გ ბრინჯი
  • 280 გ შაქარი
  • 100 გ კაკაოს ფხვნილი
  • 100 გ კარაქი
  • 10 გ სახამებელი
  • 6 ფორთოხალი
  • 90 გ რძიანი შოკოლადი
  • 2 ლ რძე
  • 1 ს/კ ვანილი
  • 6 კვერცხი
  • 1 კგ ალუბალი
  • 40 მლ წყალი
  • 500 გ თეთრი შოკოლადი

მომზადების წესი:

1. ბრინჯი რძეში ვანილთან და 250 გრ შაქართან ერთად მოხარშეთ. ფაფას კაკაო, კვერცხი, გამდნარი კარაქი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

2. ფორთოხლის თავები გამდნარ თეთრ შოკოლადში ჩააწეთ და გასამაგრებლად გააჩერეთ. შემდეგ ფრთხილად მოხსენით.

3. სამი ფორთოხალი შუაზე გაჭერით და გაწურეთ. წვენი უკურკო ალუბალს დაუმატეთ.

4. ალუბალი–ფორთოხლის ნარევს სახამებელი და დარჩენილი შაქარი დაუმატეთ. ცეცხლზე დადგით, ადუღებამდე მიიყვანეთ და 10 წუთით გასქელებამდე ხარშეთ.

5. მრგვალი საცხობი ფორმის ძირში ფორთოხლის ნახევრები განაჭერით ქვემოთ მოათავსეთ.

6. ბრინჯის ნარევი ზემოდან დაუმატეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 80 წუთით აცხვეთ.

7. პეროგი ფორმიდან ამოიღეთ, გადააბრუნეთ და ფორთოხლები მოაშორეთ.

8. ფორთოხლებისგან დატოვებულ სიცარიელეში ალუბლის შიგთავსი მოათავსეთ და თეთრი შოკოლადის სფეროები დააფარეთ.

9. ტორტი ფორთოხლის ცედრით და გამდნარი რძიანი შოკოლადით გააფორმეთ.

ბრინჯის ფაფით მომზადებულ ტორტს შოკოლადი პირდაპირ სტუმრების თვალწინ შეგიძლიათ მოასხათ. თბილი რძიანი შოკოლადის მოქმედებით თეთრი შოკოლადის სფეროები დნობას დაიწყებს და გემრიელ ალუბლის შიგთავსს გააშიშვლებს. ძალიან ეფექტურად გამოიყურება.