უგემრიელესი ქათმის რულეტი სოკოთი

ქათმის დიეტური ხორცით ძალიან ბევრი კერძის მომზადება შეიძლება, მისგან მზადდება პირველი და მეორე კერძი, კატლეტი, ან უბრალოდ შეგიძიათ ის მთლიანად შეწვათ. მაგრამ, ადრე თუ გვიან ეს ჩვეული კერძები მოსაბეზრებელი ხდება და მენიუში სიახლის შემოტანის სურვილი გვიჩნდება.

ქათმის რულეტი ქურაში

ეს რეცეპტი იმ შემთხვევაში გამოგვადგება როდესაც მომზადებისთვის ძალიან ცოტა დრო გვაქვს. შეგიძლიათ გულსართის შემადგენლობა თავად შეცვალოთ ან რულეტის საერთოდ გულსართის გარეშეც მოამზადოთ.

სახლში მომზადებული ქათმის რულეტი მაღაზიაში შეძენილ ძეხვეულზე გაცილებით გემრიელია, ძალიან წვნიანი და ნაზი გამოდის. მის მოსამზადებლად მთლიანი ქათმისგან ჩამოჭრილ ხორცს იყენებენ, შესაბამისად მის მოსამზადებლად მთლიანი ქათამი დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები

  • 1 ცალი ქათამი დაახლოებით 2 კილოგრამიანი
  • მარილი გემოვნებით
  • 1 ჩაის კოვზი სანელებლები – ნებისმიერი ნარევი
  • 1 კბილი ნიორი
  • 600 გრამი შამპინიონი ან სხვა სახის სოკო
  • 1 ცალი ბულგარული წიწაკა
  • 1 ცალი ხახვი
  • 100 გრამი გასუფთავებული ფსტა
  • მწვანილი
  • 30 მილიგრამი შესაწვავი ზეთი

რულეტის მომზადება ქათმის დამუშავებით დაიწყეთ, მოაცილეთ კანი და ხორცს ძვლები მოაშორეთ.

როდესაც რულეტის უფრო დიეტური ვარიანტის მომზადება გსურთ ის ქათმის მკერდისა და კანებისგან მოამზადეთ.

მომზადების წესი

1. მოამზადეთ ქათმის კანი და ხორცი ნებისმიერი ხელმისაწვდომი მეთოდით. მთავარია , რომ კანი მაქსიმალურად მთელი დარჩეს.

2. ქათმის ხორცი საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით, შეაზავეთ მარილით, სუნელებით, ნიორით, კარგად აურიეთ და 15 წუთით დასამანირადებლად გააჩერებთ.

3. ამავდროულად ტაფაზე წვრილად დაჭრილი ხახვი, ბულგარული წიწაკა და სოკო მოწვით. როდესაც ზედმეტი სითხე აორთქლდება დაუმატეთ სუნელებიანი ხორცი და ტაფაზე კიდევ 10 წუთი ამზადეთ.

4. გადაღვარეთ ზედმეტი სითხე და გულსართს გაგრილება აცალეთ.
5. გაცივებული ხორცი ფისტას და მწვანილს შეურიეთ და ქათმის კანში შეახვიეთ. იმისთვის, რომ შიგთავსი არ გადმოვიდეს, რულეტს ძაფი შემოახვიეთ და ბოლოები კარგად შეკარით. კანის ნაჭრებისგან პატარა რულეტების მომზადებაც შეიძლება.

6. რულეტი ფოლგაში გადაახვიეთ და 200 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში 50 წუთით შედგით.
7. დროის გასვლის შემდეგ გამოიღეთ მზა კერძი და გაგრილება აცადეთ, არ გახსნათ. აჯობებს თუ მას მაცივარში მოათავსებთ. ასე ის უფრო სწრაფად გაგრილდება და საჭირო ფორმას მიიღებს.
8. სუფრასთან მიტანამდე მოხსენით ფოლგა და ძაფი. დაჭერით რულეტი და გემრიელად მიირთვით!