ქათამი ებრაულად – დახვეწილი გემო და არომატი!

1303

ებრაული ქათამის მოსამზადებლად სულაც არ არის საჭირო რაიმე სპეციალური ინგრედიენტების შეძენა. ქათამი გამოდის საოცრად გემრიელი და არომატული, მეტ პიკანტობას ხახვი სძენს. აუცილებლად შეინახეთ რეცეპტი!

ინგრედიენტები

  • ქათმის ბარკალი 7 ცალი
  • ხახვი 4 ცალი
  • მზესუმზირის ზეთი 1 სუფრის კოვზი
  • სოდა 0,5 ჩაის კოვზი
  • მარილი
  • შავი წიწაკა
  • კამა

მომზადება

1.გაასუფთავეთ ხახვი და დაჭერით მრგვლად. გააცხელეთ ზეთი ტაფაზე და მოთუშეთ ხახვი.

2.ხახვს დაუმატეთ სოდა და კარამილიზირებამდე მოთუშეთ. ხახვი უნდა იქცეს ერთგვაროვან მასად.

3.ტაფაზე დაასხით ზეთი, მოათავსეთ ბარკლები და მოასხით სოუსი. მოთუშეთ დავდაფარებულ მდგომარეობაში 20 წუთი.

4.დაუმატეთ ცოტა წყალი და გააგრძელეთ მოთუშვა. მოაყარეთ მარილი, წიწაკა და მწვანილი.