ხაჭოს უგემრიელესი მაჭკატები

974

მაჭკატები – ეს სასარგებლო საუზმეა, რომლითაც ხშირად ვიწყებ დღეს. ხოლო მაჭკატები მანანის ბურღულით ღუმელში ძალიან გემრიელი გამოდის.

ინგრედიენტები მაჭკატებისთვის

  • 400გ 9% ხაჭო
  • 2 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 60გ შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი მანანის ბურღული
  • 2 კვერცხი
  • 0,3 ჩაის კოვზი ვანილი
  • მარილი
  • 1 სუფრის კოვზი ზეთი

ინგრედიენტები სოუსისთვის

  • 3 სუფრის კოვზი კარაქი
  • 2 ჩაის კოზი თაფლი
  • 0,3 ჩაის კოვზი დარიჩინი
  • 100გ არაჟანი

მომზადება

1.განაცალკევეთ კვერცხის ცილა და გული.

2.გულს დაუმატეთ ხაჭო, შაქარი და მანანის ბურღული. მოურიეთ. ხაჭო ამ კერძის მთავარიინგრედიენტია, ის უნდა იყოს მშრალი და მკვრივი. მე ვიყენებ 2 შეკვრა ნაყიდ 9% ხაჭოს.

3.მიღებულ მასას დაუმატეთ არაჟანი, ვანილი, მარილი. დაელოდეთ 2 წუთი, რათა მანანის ბურღული ამოფუვდე.

4.ამასობაში ათქვიფეთ ცილა.

5.ათქვეფილი ცილა დაუმატეთ ხაჭოს მასას. ფრთხილად მოურიეთ.

6.მაჭკატების მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სილიკონის ფორმა.

7.გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე და გამოაცხეთ 30-35 წუთი.

8.სანამ მაჭკატები ცხვება მოამზადეთ სოუსი.

9.ამისათვის გააცხელეთ ქვაბში კარაქი. როცა ის გალღვება დაუმატეთ დარიჩინი და თაფლი.

10.გადმოდგით ცეცხლიდან და ჩაასხით არაჟანი. გააგრილეთ, მოასხით სოუსი.

11.შეგიძლიათ გამოიყენოთ თაფლი ან არაჟანი.

გემრიელად მიირთვით!