კედარის თესლი ევროპულ კულინარიაში ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სალათისა და ხორციანი კერძების შესაკაზმად და გასაფორმებლად. თუ ეს პროდუქტი არ გაქვთ, შეგიძლიათ შეცვალოთ მზესუმზირით.
საჭირო მასალა:
- 500 გ მაკარონი
- 300 გ ბროკოლი
- 1 ჭიქა (250 მლ ) არაჟანი
- 3 ს/კ წვრილად დაჭრილი რეჰანი
- 3/4 ჭიქა (135 გ) მოხალული კედრის თესლი
მომზადების წესი:
- დიდ ქვაბში ადუღებულ მარილიან წყალში მოხარშეთ მაკარონი. 5 წუთის განმავლობაში საშუალო ქვაბში ადუღებულ წყალში ხარშეთ ბროკოლი, შემდეგ გაწურეთ და გადაავლეთ ცივი წყალი.
- დიდ ტაფაზე ერთმანეთში აურიეთ არაჟანი და რეჰანი. ეს ნარევი შესათბობად 2 წუთის განმავლობაში დადგით დაბალ ცეცხლზე. დაამატეთ ბროკოლი, კედრის თესლი და დატოვეთ ცეცხლზე 1-2 წუთით. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.
- მაკარონი და სოუსი კარგად აურიეთ.
გემრიელად მიირთვით!