სწრაფი და გემრიელი პომიდვრის სოუსი

951

ასეთი სოუსით მაკარონი, წიწიბურა და პიურე უგემრიელესი გამოვა. აუცილებლად მოამზადე და გასინჯეთ!

ინგრედიენტები

  • 1 სტაფილო
  • 1 ხახვი
  • 3 სოკო
  • 300გ ქათმის ფილე
  • 0,5ლ წყალი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი ბაზილიკი
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  • 2 ჩაის კოვზი სანელებლები
  • 1,5 ჩაის კოვზი ფქვილი
  • 2 სუფრის კოვზი პომიდვრის პასტა

მომზადება

1.გარეცხეთ და დაჭერით კუბიკებად ფილე. შეწვით მცენარეულ ზეთში.

ქათამი შეგიძლიათ შეცვალოთ ინდაურიეთ, ღორის ხორცით, საქონლის ხორცით.

2.წვრილად დაჭერით ხახვი, სტაფილო და დაუმატეთ ფილეს. კარგად მოურიეთ და შეწვით.

3.დაჭერით სოკო წვრილად და დაუმატეთ ტაფაზე არსებულ მასას. მოურიეთ და დაასხით წყალი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ხორცის ან ბოსტნეულის ბულიონი).

4.თუ თქვენ უფრო სქელი სოუსი მოგწონთ, მაშინ გამოიყენეთ ნაკლები წყალი. თუ გამოგივიდათ თხელი და შესქელება გინდათ, მაშინ მოაყარეთ ფქვილი.

სოუსს დაუმატეთ სანელებლები, შაქარი და ფქვილი.

კარგად მოურიეთ, რათა არ დაიჯირჯვლოს.

ბოლოს დაუმატეთ პომიდვრის პასტა და ისევ მოურიეთ.

მოთუშეთ სპუსი 2 წუთი, გადმოიტანეთ ცეცხლიდან.

ეს სოუსი ძალიან უხდება კარტოფილის პიურეს, მაკარონს და წიწიბურას. შეგიძლიათ მოამზადეოთ ორცის გარეშეც.

გემრიელად მიირთვით!