ამ არომტაული დესერტის მოსამზადებლად სულ 15 წუთი დაგჭირდებათ… ერთი ეშმაკობა დაგეხმარებათ მის მომზადებაში!

858

ტრადიციული ავსტრიული ვაშლის შტრუდელი – ჩემი საყვარელი კერძია, მაგრამ დღეს სხვა დესერტზე ვისაუბრებთ. ამ დესერტის ანალოგის მომზადება სულ რაღაც 15 წუთში შეგიძლიათ.

ამ რეცეპტის დახმარებით შეგიძლიათ მოამზადოთ ხაჭოსა და ვანილის შიგთავსით, კენკრით, ყაყაჩოთი, ბანანით, შოკოლადით, ნიგვზით.

ყველაზე ხშირად ამზადებენ დარიჩინით, ნიგვზით და კარამელიზირებული ვაშლით.

ინგრედიენტები

  • თეთრი პური ტოსტისთვის ან ლავაში
  • 120გ კარაქი
  • ვაშლი
  • დარიჩინი და შაქარი

მომზადება

1.პურს მოაჭერით კუთხეები, ან ოთხკუთხედი ფორმა მიეცით ლავაშს.

2.გააბრტყელეთ პურის ნაჭერით, რათა დათხელდეს.

თუ ლავაშს იყენებთ, მაშინ არ მოგიწევთ გაბრტყელება.

3.შაქარს დაუმატეთ დარიჩინი, ცაკე გაალღვეთ კარაქი. ვაშლის ნაჭრებს მოასხით შაქრის სიროფი, მოათავსეთ ლავაშზე ან პურზე.

4.დაახვიეთ რულეტისებურად.

5.რულეტები ამოავლეთ კარაქში.

6.ამოავლეთ შაქარისა და დარიჩინის მასაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიგოზი.

7.გადაიტანეთ ფოლგაზე და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.

8.გამოაცხვეთ 15 წუთი.

9.მე ძალიან მომწონს დარიჩინით გაჯერებული ვაშლისა და კაკაოს გემო. – საოცარი დესერტია!

გემრიელად მიირთვით!