4 ვარენიკის რეცეპტი განსხვავებული გულსართებით, რომელიც სადღესასწაულო და უბრალოდ საოჯახო სუფრას დაამშვენებს

713

მინდა გაგიზიაროთ ჩემი საყვარელი ვარენიკების რეცეპტი. გულსართი შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი გემოვნებით: სოკო, ღვიძლი, ყველი ან კომბოსტო. უგემრიელესი გამოდის.

ვარენიკები კარტოფილით

  • 1 ჭიქა თბილი წყალი
  • საფუარი 10გ
  • მარილი 1 ჩაის კოვზი
  • შაქარი
  • კვერცხი 2 ცალი
  • ფქვილი 550გ

მომზადება

  1. თბილ წყალში გახსენით საფუარი, მარილი, შაქარი და კვერცხი. მოურიეთ.
  2. მოაყარეთ გაცრილი ფქვილი და მოზლეთ ცომი.
  3. ფქვილის რაოდენობა გააკონტროლეთ თავად. ცომი უნდა გამოვიდეს რბილი.
  4. მოხარშეთ კარტოფილი მარილიან წყალში და დაჭყლიტეთ. დაუმატეთ მოთუშული ხახვი და გააგრილეთ.
  5. მიეცით ვარენიკებს ფორმა, მოათავსეთ გულსართი და მოხარშეთ.

ვარენიკები სოკოთი და ყველით

  • ფქვილი 450გ
  • კეფირი 250მლ
  • მარილი 1 ჩაის კოვზი
  • კვერცხის გული 1 ცალი
  • სოდა 0,5 ჩაის კოვზი
  • მცენარეული ზეთი 1 სუფრის კოვზი
  • სოკო 600გ
  • ყველი 120გ
  • ხახვი 300გ
  • მარილი, წიწაკა, სანელებლები, მწვანილი
  • ფქვილი 1 სუფრის კოვზი

მომზადება

  1. დაჭერით სოკო და მოთუშეთ ზეთში. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
  2. წვრილად დაჭერით ხაახვი და მოთუშეთ.
  3. სოკოს დაუმატეთ ყველი.
  4. თბილ კეფირში გახსენით სოდა, მარილი და კვერცხის გული.
  5. მოაყარეთ ფქვილი და მოასხით ზეთი, მოზილეთ ცომი.
  6. მოხარშეთ მარილიან წყალში ვარენიკები.
  7. მოაყარეთ მოთუშული ხახვი.

ვარენიკები კომბოსტოთი

  • კომბოსტო 1კგ
  • ხახვი 1 ცალი
  • წყალი 200მლ
  • ფქვილი 400გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • მარილი 1 ჩაის კოვზი
  • მცენარეული ზეთი 2 სუფრის კოვზი

მომზადება

  1. მოთუშეთ კომბოსტო ბოსტნეულთან ერთად და გააგრილეთ.
  2. თბილ წყალში გახსენით ინგრედიენტები, დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.
  3. ასეთი ცომი ვარენიკებისთვის იდეალურია.
  4. მიეცით ფორმა და მოხარშეთ მარილიან წყალში.

ვარენიკები ღვიძლით

  • ცხიმიანი კეფირი 250მლ
  • მარილი 1/2 ჩაის კოვზი
  • შაქარი 1 ჩაის კოვზი
  • სოდა 1/3 ჩაის კოვზი
  • კვერცხის გული 1 ცალი
  • ფქვილი 400გ
  • მცენარეული ზეთი 1 სუფრის კოვზი
  • გული 400გ
  • ღვიძლი 350გ
  • ხახვი 500გ
  • მარილი, წიწაკა, სანელებლები
  • ფილტვები 700გ

მომზადება

  1. ფქვილს დაუმატეთ მარილი, შაქარი და სოდა.
  2. თბილ კეფირს დაუმატეთ კვერცხის გული, მცენარეული ზეთი და რბილი კარაქი.
  3. გულსართისთვის მოხარშეთ ღვიძლი, გული, ფილტვები, გააგრილეთ და გაატარეთ ხორცსაკეპში. მოაყარეთ მარილი, წიწაკა და სანელებლები.
  4. მიეცით ფორმა ვარენიკებს და მოხარშეთ.

გემრიელად მიირთვით!