სოფლის ტრადიციული სალათი – ვერც კი შეამჩნევთ ისე გაქრება სუფრიდან ეს გემრიელობა.

2762

მე და ჩემს მეუღლეს ძალიან გაგვიმართლა და მოვხვდით სოფლის ქორწილში. წვეულება იყო საოცარი, ქალაქში გამართული ქორწილი ნამდვილად ვერ შეედრებოდა ამ ქორწილს. მაგიდები სეფაში, ცეკვა ქუჩაში, ბევრი ხალხი და რაც მთავარია მდიდრული მაგიდა. რაც არ უნდა ვთქვათ სოფელში მცხოვრები დიასახლისები საოცარი კულინარები არიან. კერძები ყველანაირი გემოვნებისთვის, ხუთი სახის კარტოფილი, ღორის ხორცი დიდი და ფართო არჩევანი, რაც შეეხება სალათებს უბრალალოდ ღვთაებრივია.

ვისხედით და ვუყურებდით ჩვენს წინ არსებულ სილამაზეს სწორედ ამ დროს ჩვენთან მოვიდა ერთი ქალი და გვეუბნება: “ეს სალათი აუცილებლად უნდა გასინჯოთ, ჩვენ მას ყველა დღესასწაულზე ვამზადებთ ეს არის ჩვენი საფირმო კერძი”. უარის თქმა ნამდვილად არ შეგვეძლო, ამიტომაც გავსინჯეთ. სიმართლე გითხრათ ასეთი საოცარი სალათი არასდროს არ მიჭამია, უბრალოდ სიტყვები არ მყოფნიდა მისი გემოს აღსაწერად.

რეცეპტი გამოვართვი და აწი ამ სალათს მეც ყველა დღესასწაულზე ვამზადებ. ერთი შეხედვით არის ძალიან მარტივი და უბრალო ინგრედიენტები, მაგრამ გემო უბრალოდ მეტყველების უნარს დაგაკარგვინებთ. დღეს სწორედ ამ სალათის რეცეპტს გაგიზიარებთ.

სალათი ღორის ხორცით

სალათის ინგრედიენტები

  • 500გ ღორის ხორცი
  • 2 ხახვი
  • ოხრახუში

ინგრედიენტები მარინადისთვის

  • 50მლ ადუღებული წყალი
  • 3 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 9 სუფრის კოვზი ძმარი
  • 0,5 ჩაის კოვზი შავი წიწაკა
  • 5 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

მომზადება

1.მოხარშეთ ღორის ხორცი. ბულიონში შეგიძლიათ ჩაამატოთ სანელებლები, ხახვი და მარილი გემოვნებით. მთავარია ხორცი არ გამოგივიდეთ ძალიან მარილიანი. ასევე ეცადეთ არ გადახარშოთ ხორცი, მისი დაჭრა უნდა შეგეძლოთ მთლიან ნაჭრებად. ხორცი დატოვეთ ბულიონში და დაელოდეთ მის გაგრილებას.

2.დაჭერით ხახვი რგოლებად, დააქუცმაცეთ ოხრახუში. აურიეთ ეს ორი ინგრედიენტი. ასევე თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ მეტი ხახვი.

3.ახლა კი მოვამზადოთ მარინადი. ამისათვის წყალში გახსენით შაქარი, მარილი, ძმარი, სანელებლები და მცენარეული ზეთი. ამ ყველაფერს ჯარგად მოურიეთ, სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ წიწაკა ჩილი. თუ ფიქრობთ, რომ ძმარი ძალიან ბევრია, არ ინერვიულოთ რადგან, მარილი და შაქარი ყველაფერს დააბალანსებენ.

4.ხორცი დაჭერით თხელ ზოლებად. ხორცი და ხახვი დაალაგეთ ფენებად, ზემოდან ამ ყველაფერს მოასხით მარინადი.

5.ამის შემდეგ სალათი შეინახეთ მაცივარში 8 საათით. რაც უფრო დიდხანს მარინადდება სალათი მით უფრო გემრიელია. და ბოლოს ეს საოცრება კერძი გადაანაწილეთ თეფშებზე, შეგიძლიათ გააფორმოთ მწვანილით.

ახლავე გაგაფრთხილებთ: უმჯობესია ამ სალათისთვის აიღოთ დიდი თეფშები, რადგან ვერც კი შეამჩნევთ ისე გაქრება სუფრიდან ეს გემრიელობა. ეს კერძი ძალიან უხდება ნებისმიერ დღესასწაულს. თავიდან ამ სალათს ყველა ეჭვის თავლით უყურებდა, რადგან ერთი შეხედვით მასში განსხვავებული არაფერია, ერთხელ გასინჯვის შემდეგ მის საოცარ გემოს ვერასოდეს ვერ დაივიწყებთ. ასე რომ გირჩევთ მოამზადოთ, დარწმუნებული ვარ ყველას ძალიან მოეწონება.