ტორტი “ზახერი” – დესერტი, რომელიც ყველა გემოვნების ადამიანს მალევე შეუყვარდება

1993

“ზახერი” ვენური შოკოლადის ნამცხვარია. ის 1832 წელს შეფმზარეულმა ფრანც  ზახერმა გამოიგონა უფლისწულ მეტერნიხის პატივსაცემად. მისი მომზადება საკმაოდ მარტივია, ასე რომ შეუდექით საქმეს და გაახარეთ ოჯახის წევრები “შავტუხა” ტორტით.

ინგრედიენტები:

ტორტი

  • 120 გ ტკბილ-მწარე შოკოლადი (დამტვრეული)
  • 150 გ უმარილო კარაქი (დარბილებული)
  • 100 გ შაქარი
  • 1/2 ჩ.კ. ვანილი
  • 6 კვერცხი (გული და ცილა განცალკევებული)
  • 120 გ ფქვილი
  • 100 გ შაქარი
  • 200 გ გარგარის ჯემი

ჟელე 

  • 200 გ შაქარი
  • 120 მლ წყალი
  • 150 გ ტბილ-მწარე შოკოლადი (გამდნარი)

ულუფა: 10-12

მომზადება: 50 წუთი +5-6 საათი გასაცივებლად

ცხობა: 50-60 წუთი

მომზადების წესი:

  1. ტორტი: ღუმელი 170 გრადუსზე გააცხელეთ. ტორტის საცხობ ფორმაში ძირის ზომაზე გამოჭრილი (25 სმ ) პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ. ძირსა და გვერდებზე გამდნარი კარაქი მოუსვით და ფქვილი მოაფრქვიეთ.
  2. შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ. გადადგით გასაცივებლად.
  3. კარაქი და შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე, კრემისებური მასა უნდა მიიღოთ. სათითაოდ ჩაამატეთ კვერცხის გულები და კარგად ათქვიფეთ. შოკოლადი კოვზით აურიეთ.
  4. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილა. თანდათან დაამატეთ შაქარი და თქვიფეთ გამკვრივებამდე.
  5. შემდეგ კოვზით შოკოლადის ნარევს შეურიეთ და ფქვილი შეაზილეთ. გადაიტანეთ წინასწარ გამზადებულ ფორმაში.
  6. აცხვეთ 50-60 წუთის განმავლობაში.
  7. 10 წუთით ფორმაშივე გააჩერეთ, შემდეგ კი ცხაურზე გადაიტანეთ.
  8. 15 წუთი აცადეთ გაცივება, შემდეგ პერგამენტის ქაღალდი მოაცილეთ. გადმოატრიალეთ ბოლომდე გააცივეთ.
  9. ბისკვიტი ჰორიზონტალურად, ორ თანაბარ ნაწილად გაჭერით. გარგარის ჯემი შეათბეთ. ბისკვიტის ქვედა ნაწილი თეფშზე გადაიტანეთ და გარგარის ჯემის მესამედი წაუსვით. ბისკვიტის ზედა ფენა დააფარეთ და დარჩენილი ჯემი წაუსვით.
  10. ჟელე. წყალი და შაქარი პატარა, სქელძირიან ქვაბში ადუღეთ 5-6 წუთის განმავლობაში, შაქრის გადნობამდე. გააგრილეთ.
  11. შოკოლადი შაქრის ნარევთან ერთად ათქვიფეთ, სანამ აბრეშუმივით ნაზი არ გახდება. როდესაც გაგრილდება, ნამცხვარს მოასხით, თეფში ისე ატრიალეთ, რომ შოკოლადი ყველა მხარეს თანაბრად გადანაწილდეს. ზედაპირი და გვერდები კარგად მოუსწორეთ.
  12. მირთმევამდე 5-6 საათით გააცივეთ.