ბლაკნეტი: უძველესი ფრანგული კერძი

1799

ბლანკეტი – უძველესი ფრანგული კერძია, თეთრი  ხორცისა და სოკოს რაგუ თეთრ სოუსში. ძალიან ნოყიერი და ამავდროულად ნაზი გამოდის. შეგიძლიათ ხბოს ხორცის ბლანკეტი მოამზადოთ, ხახვი კი ტკბილი ჯიშის შეარჩიოთ.

ინგრედიენტები

  • 800 გრ ძროხის ხორცი
  • 1 ხახვი
  • 2 ც სტაფილო
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 ს.კ. ფქვილი
  • 3 ს.კ. არაჟანი
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 60 გრ კარაქი
  • 5 ც მიხაკ-დარიჩნი
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 2 ლ წყალი
  • 1 ც კვერცხის გული
  • 200 გრ ქამა სოკო
  • ბეგქონდარა, ბაზილიკი, როზმარინი გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით ხორცი პატარა ნაჭრებად, შეწვით 1 ს.კ. კარაქში ღრმა ქვაბში. დაამატეთ ცოტაოდენი წყალი, მოაცილეთ წყალი, როცა ქაფი გაუჩნდება.

2. დაამატეთ დაჭრილი ხახვი, სტაფილო და ნიორი, შემდეგ დაფნის ფოთოლი და მიხაკის ფოთლები, ძაფით შეკრული ბაზილიკი, ბეგქონდარა და როზმარინი. დაუმატეთ მარილი, პილპილი, დაასხით წყალი და მოთუშეთ 1 სთ 20 წთ განმავლობაში. მოაცილეთ ბოსტნეული და ბალახები და მოთუშეთ კიდევ 10 წთ.

3. მოთუშეთ ცოტაოდენი ხახვი ზეთში, დაუმატეთ 0,5 ჩ.კ. შაქარი და ერთი მწიკვი მარილი. როცა შეიწვება, დაუმატეთ ნახევარი ჭიქა წყალი და კიდევ 15 წთ მოთუშეთ.

4. დაჭერით სოკო, შეწვით კარაქში, მოასხით ლიმონის წვენი.

5. დაადნეთ დარჩენილი კარაქი, დაამატეთ ფქვილი და ურიეთ 3 წთ. დაუმატეთ დაწურული ხორცის ბულიონი, მოურიეთ. შეგიძიათ დაამატოთ ერთი მწიკვი მუსკატის თხილი. დაამატეთ არაჟანი, აადუღეთ და მოხსენით ცეცხლიდან.

6. დაასხით ხორცს სოუსი, დაამატეთ სოკო და ხახვი, ოდნავ შეაცხელეთ, ბოლოს დაუმატეთ კვერცხის გული და მოურიეთ.

მზა კერძი მიირთვით მოხარშლ ბრინჯთან, პასტასთან ან თეთრ პურთან. აუცილებლად მოამზადეთ ეს დახვეწილი კერძი და გაუზიარეთ მეგობრებს რეცეპტი!