მარტივი და გემრიელი შოკოლადის ტორტი, არაჟნის და შესქელებული რძის კრემით

1528

ძალიან გემრიელი, ფაფუკი და მარტივად მზადებადი შოკოლადის ტორტი არაჟნის კრემით. გემრიელი ცხობილა, რომელიც საოცრად უხდება ჩაის.

ინგრედიენტები

  • შაქარი 100გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • კეფირი 400მლ
  • სოდა 1 ჩაის კოვზი
  • მცენარეული ზეთი 100მლ
  • კაკაო 3 სუფრის კოვზი
  • ფქვილი 2 ჭიქა

კრემისთვის

  • ცხიმიანი არაჟანი 300გ
  • შესქელებული რძე 1/2 ქილა

მომზადება

  1. კვერცხი ათქვიფეთ 2 წუთი, დაუმატეთ შაქარი და გააგრძელეთ თქვეფა.
  2. კეფირს დაუმატეთ სოდა, მოურიეთ და ჩაასხით კვერცხის მასაში, ათქვიფეთ.
  3. ჩაასხით მცენარეული ზეთი და ათქვიფეთ.
  4. ფქვილს დაუმატეთ კაკაო, გაცერით და მოაყარეთ მასას, ათქვიფეთ.
  5. ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი და ჩაასხით ცომი.
  6. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.
  7. გადმოიტანეთ ბისკვიტი ფორმიდან და გააგრილეთ.
  8. არაჟანს დაუმატეთ შესქელებული რძე და ათქვიფეთ.
  9. ბისკვიტი გაჭერით 2 ნაწილად და წაუსვით კრემი. გაალღვეთ შოკოლადი და გააფორმეთ დესერტი.
  10. შეინახეთ მაცივარში რამდენიმე საათი.