თუ მარხვას იცავთ ან უბრალოდ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს არ მოიხმართ, იმას არ ნიშნავს, რომ რაციონი ერთფეროვანი და უგემური უნდა იყოს. კარგი ამბები გვაქვს მათთვის, ვინც ნამცხვრებს გამოემშვიდობა: დღეს ჩვენ საუცხოო ხილის კექსების რეცეპტს შემოგთავაზებთ.
მცენარეული ინგრედიენტებისგან შემდგარი დესერტი უგემრიელესი გამოდის: ვაშლის პიურე და შტოშის ჩირი შესანიშნავად ეხამება ერთმანეთსაც და ცომსაც.
ინგრედიენტები
- 1 ჭიქა ფქვილი
- 0,5 ჩ.კ. მარილი
- 1 ჩ.კ. სოდა
- 0,75 ჭიქა შაქარი
- 1 ს.კ. ლიმონის წვენი
- 5 ს.კ. ზეთი
- 180 მლ წყალი
- 50 გრ შტოში
- 1 ც ვაშლი
- 20 გრ მზესუმზირა
მომზადება
- გარეცხეთ, გათალეთ, დაჭერით ნაჭრებად და დააბლენდერეთ წყალთან ერთად ვაშლი.
- შეურიეთ გაცრილი ფქვილი, შაქარი, მარილი. ცალკე თასში შეურიეთ ვაშლის პიურე, შტოში, მზესუმზირის მარცვლები და ზეთი. დაამატეთ ლიმონის წვენში გახსნილი სოდა.
- თხელ მასას ნელ-ნელა დაამატეთ მშრალი მასა. ცომი საკმაოდ სქელი უნდა გამოვიდეს.
- შეავსეთ კარაქ წასმული სილიკონის ფორმები ცომით. შედგით 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით.
გამომცხვარ კექსებს მოაყარეთ შაქრის პუდრი და გემრიელად მიირთვით! მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!