სიმინდის ბლინები: მარტივი, ნოყიერი და გემრიელი საუზმე

661

დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია გასწავლით, როგორ გამოაცხოთ ბლინები სიმინდის ფქვილით. სიმინდის ბლინი უფრო ნოყიერი გამოდის, ვიდრე ჩვეულებრივი ფქვილით მომზადებული. რამდენიმე ბლინის მირთმევა საკმარისია, რომ კარგად დანაყრდეთ. არაჟანთან ან მარილიან შიგთავსთან ერთად უბრალოდ ღვთაებრივია! გირჩევთ, წვრილად დაფქული სიმინდის ფქვილი გამოიყენოთ. სანამ ბლინს ტაფაზე დაასხამთ, აუცილებლად მოურიეთ.

ინგრედიენტები:

  • 100 გ სიმინდის ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 250 მლ რძე
  • 1–2 ს/კ შაქარი
  • 0,5 ჩ/კ სოდა + ძმარი
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

1. კვერცხი, შაქარი და მარილი ღრმა თასში ათქვიფეთ. ცოტა რძე დაუმატეთ და კვლავ ათქვიფეთ.

2. გაცრილი სიმინდის ფქვილი დაუმატეთ და აურიეთ.

3. დარჩენილი რძე დაუმატეთ და აურიეთ. ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ. 30 წუთით გააჩერეთ. ამ დროში სიმინდი გასივდება. რაც უფრო წვრილია სიმინდის ფქვილი, მით უფრო სწრაფად გასივდება.

4. სოდისა და ძმრის ნარევი მასას დაუმატეთ და აურიეთ. რამდენიმე კოვზი ზეთი დაუმატეთ, თუ ტაფის ხარისხში დარწმუნებული არ ხართ. ასე ბლინებს დაწვისგან დაიცავთ.

5. ცხელ ტაფაზე ზეთში ბლინები ორივე მხრიდან შეწვით.

6. სიმინდის ბლინი მზადაა. გემრიელად მიირთვით.

ბლინებს შეგიძლიათ საყვარელი ჩაი დაუმატოთ ან ისე უბრალოდ ჩაის მიაყოლოთ. მაგალითად, ისპანახი, წითელი თევზი, ყველი ფეტა და ავოკადო ძალიან უხდება. ისპანახი და ყველი დააბლენდერეთ და ბლინის ნახევარზე დაიტანეთ. დაჭრილი ავოკადო, რუკოლა და სეზამის თესლი დაუმატეთ. ახლა შეახვიეთ და საუზმე მზადაა!