ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორმა ჩაატარა ლექცია, რომელშიც გვასწავლის რა მივირთვათ საუზმეზე, რათა ჩვენმა ტვინმა უკეთ იმუშაოს

808

სწორად კვების საკითხი მეტად პოპულარული ხდება. ეს თემა ხშირად ერთმანეთთან აპირისპირებს დიეტოლოგებს, ექიმებს და სპორტსმენებს. უამრავი რჩევა არსებობს იმის შესახებ თუ როგორ უნდა ვიკვებოთ, რათა ჩვენს მომნელებელ სისტემას საქმე შევუმსუბუქოთ.

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ საუკეთესო სტატიას, რომელიც დაგეხმარებათ სარგებლიანი საუზმის მომზადებაში. ამ საუზმის დახმარებით თქვენი ტვინი იქნება მეტად პროდუქტიული, კონცენტრირებული, სწრაფი.

უმეტესობა ფიქრობს, რომ ნაყინის ყოველდღე ჭამა ფიგურას საშინელ მდგომარეობაში ჩააგდებს. მაგრამ ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი ესიხიკო კოგო ასე არ ფიქრობს. ის ამბობს, რომნაყინის ჭამა ძალიან კარგია ტვინისთვის, ის გააუმჯობესებს თქვენს ყრადღებას.

კვლევაში მონაწილე ადამიანები დაყვეს 2 ჯგუფად: ერთნი მიირთმევდნენ ნაყინს საუზმეზე, ხოლო მეორეები – არა. პროფესორმა ჩაატარა კვლევები, მათი შედეგების ნახვისას დადგინდა, რომ ის ჯგუფი, რომელიც მიირთმევდა ნაყინს მეტად კონცენტრირებულები გახდნენ.

იგივე კვლევა განმეორებითაც ჩატარდა, რადგან ბევრი შეკითხვა გამოიწვია. ამჯერად ნაყინის ნაცვლად აიღეს სხვა ცივი ტკბილეული და ცივი წყალი. შედეგებმა აჩვენა, რომ ნაყინი მეტად ეხმარება ტვინს.

ალბათ თქვენ იფიქრეტ, რომ ნაყინის შემთხვევაში მთელი სამუშაო შაქარმა შეასრულა, მაგრამ ეს ასე არარის. კველევებით დამტკიცებულია, რომ დილით მიღებული შაქარი არ მოქმედებს ტვინზე.

ეს იმ პროდუქტთა ჩამონათვალია, რომლებიც მეხსიერებას აუმჯობესებს.

  1. მოცვი, მაყვალი და ჟოლო
  2. წითელი თევზი, ტუნა
  3. ნიგოზი და გოგრის მზესუმზირა
  4. სანელებლები
  5. კომბოსტო, სტაფილო, ისპანახი
  6. ვაშლი, ბროწეული, გარგარი

აუცილებლად მოიხმარეთ ის პროდუქტები, რომლბიც დაეხმარება თქვენს ტვინს კარგად მუშაობაში!