ლორი აჯიკით და მწვანილით

652

ამ ლორის საფირმო რეცეპტით მომზადება თუ გინდათ, მაშინ თქვენ დაგჭირდებათ 1 ქილა აფხაზური აჯიკა, მწვანილი და ნიორი.

ინგრედიენტები

  • ლორი 0,5კგ
  • აჯიკა 5 სუფრის კოვზი
  • მარილი 3-4 სუფრის კოვზი
  • ხახვი 1 ცალი
  • ნიორი 1 ცალი
  • ოხარხუში

მომზადება

1.ლორის ნაჭერი გარეცხეთ ცივ წყალში. მოაშორეთ კანი. ორივე მხრიდან ლორი შუამდე ჩაჭერით.

2.წვრილად დაჭერით ნიორი და მწვანილი.

3.მოაყარეთ მარილი და კარგად მოურიეთ, რათა წვენი გაუშვას. ერთი მხრიდან ლორი ამ მასით ამოავსეთ.

4.გადმოაბრუნეთ ნაჭერი და მეორე მხრდან ამოავსეთ აჯიკით. აჯიკა უნდა იყოს საშუალო სისქის, რათა არ გადმოიღვაროს.

5.ლორს მოაყარეთ მარილი და წიწაკა ორივე მხრიდან. არ დაგენანოთ მარილი. ლორი შეახვიეთ პაკეტში და მოათავსეთ მაცივარში.

6.ლორის ზედაირზე შეგიძლიათ გადაანაწილოთ ხახვის რგოლები, ეს მას არომატს მისცემს. ლორმა მაცივარში 3 დღე უნდა გაატაროს.

7.შემდეგ ლორი გადაიტანეთ საყინულეში, რათა უკეთ შეინარჩუნოს ფორმა.

გემრიელად მიირთვით!