ბავარიული მსუბუქი დესერტი

576

თუ თქვენ ნაზი დესერტები მოგწონთ, რომელთაც არ ჭირდება ცხობა, მაშინ ეს რეცეპტი სწორედ თქვენთვისაა. დესერტს ნაზი ნაღების გემო დაჰკრავს.

მის მომზადებას 10 წუთი სჭირდება!

ინგრედიენტები

  • რძე 300მლ
  • კვერცხის გული 4 ცალი
  • შაქარი 70გ
  • ვანილი გემოვნებით
  • არაჟანი 350გ
  • ჟელატინი 20გ
  • შავი შოკოლადი გემოვნებით

მომზადება

1.100მლ რძეს დაუმატეთ ჟელატინი.

2.სანამ ჟელატინი ფუვდება, მოამზადეთ დესერტის ფუძე. კვერცხის გულს დაუმატეთ ვანილი, შაქარი და დარჩენილი რძე.

3.ქვაბი მოათავსეთ საშუალო ცცხლზე. დაელოდეთ რძის მასის ადუღებას. გადმოიტანეთ.

4.დაუმატეთ მზა ჟელატინი და კარგად მოურიეთ.

5.მასას დაუმატეთ არაჟანი და ისევ მოურიეთ.უნდა გამოგივიდეთ ერთგვაროვანი მასა.

6.ფორმის ძირზე მოათავსეთ შოკოლადი ან სხვა დანამატი. მოასხით არაჟნის მასა. შეინახეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!