სამარხვო კარტოფილის კატლეტები

1042

გუშინ მოვამზადე კარტოფილი კატლეტები სოკოთი, აღფრთოვანებული დავრჩი.

დღეს მინდა გაგიზაროთ და გასწავლოთ ამ კერძის მოზმადება!

ინგრედიენტები

  • 6 მოხარშული კარტოფილი
  • 200გ ქამა სოკო
  • 1 კვერცხი
  • 100გ ყველი
  • 30გ კარაქი
  • 3 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 30გ კამა
  • 3-4 სუფრის კოვზი მანანის ბურღული

მომზადება

1.მოხარშეთ კარტოფილიმარილიან წყალში. დაჭყლიტეთ კარტოფილი.

2.პიურეს დაუმატეთ კვერცხი, კარაქი და გახეხილი ყველი. კარგად მოურიეთ, დაუმატეთ ფქვილი და წვრილად დაჭრილი კამა. მოურიეთ.

3.დამარინადებული სოკო დაჭერით.

სამუშაო ზედაპირზე მოფანტეთ ცოტა მანანის ბურღული. მასზე მოათავსეთ სურის კოვზი კარტოფილი ცომი და მიეცით კატლეტის ფორმა. გულსართად მოათავსეთ სოკო.

4.მზა კატლეტები ამოავლეთ მანანის ბურღულში. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფქვილი ან საფანელი.

5.შეწვით კატლეტები ზეთში ორივე მხრიდან.

უგემრიელესი კატლეტები მზად არის!

გემრიელად მიირთვით!