ზარმაცი ნაპოლეონი – დახვეწილი რეცეპტი!

1504

სადღსასწაულოდ ხშირად ვამზადებ ზარმაც ნაპოლეონს მზა ფენოვანი ცომისგან. პირველივე ცდაზე ძალიან გემრიელი გამომივიდა.

დღეს ჩვენი რედაქცია შემოგთავაზებთ ძალიან მარტივ და ორიგინალურ რეცეპტს. შეგიძლიათ გამოიყენოთ მზა კორჟები, ან მოამზადეთ ფენოვანი ცომისგან. ტორტი გამოდის ხრაშუნა, ხოლო კრემი პირში ლღვება იმდენად ნაზია.

ინგრედიენტები

  • 800გ ფენოვანი ცომი (უსაფუარო)
  • 500მლ ნაღები (33%)
  • 200მლ შედედებული რძე
  • ვანილის ექსტრაქტი

მომზადება

1.მზა ცომი მოათავსეთ ფქვილიან მაგიდაზე. გააბრტყელეთ და დაჭერით 1,5-2სმ ზოლებად.

2.ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი და დაჭრილი ცომი გამოაცხეთ 12 წუთი 180 გრადუსზე.

3.ცივი ნაღები ათქვიფეთ ამოფუებამდე. ჩაასხით შედედებული რძე, ასევე ცივი. დაუმატეთ ვანილი. კარგად ათქვიფეთ მიქსერით.

4.გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი. მოათავსეთ 2 კოვზი კრემი და თანაბრად გადაანაწილეთ.

კრემზე მოათავსეთ ცომის ფირფიტები. ისევ წაუსვით 2-3 სუფრის კოვზი კრემი. ამ მეთოდით ააწყეთ დესერტი. ზემოდან დაფარეთ კრემით. მზა ტორტი შეინახეთ 3 საათი მაცივარში.

5.ცომის ნაწილი დაფხვენით ან დააბლენდერეთ.

6.ნაფხვენებით დაფარეთ ტორტი.

7.მზად არის!

გემრიელად მიირთვით!