რატომ უნდა დავუმატოთ კექსს შოკოლადი

1127
sweet honey cake with dried apricots and mint

კექსის გამოცხობა – ძალიან სახალისო საქმეა. შენ შეგიძლია შეაგროვო ის ინგრედიენტები რომლებიც გესიამოვნება, იმიტომ რომ ამ დესერტს შეიძლება ნებისმიერი გემო ჰქონდეს: შოკოლადის, ბანანის, ალუბლის. ზოგი მას ამატებს პიტნასაც.

ჩვენ დღეს მოგიყვებით, როგორ მოამზადოთ კექსი, რომელიც უხდება ყავას. კარგი შანსი გაქვთ რათა დილას გემრიელად შეხვდეთ.

უგემრიელესი კექსები ღუმელში

ინგრედიენტები

  • 200გ კარაქი
  • 2 სუფრის კოვზი ვანილი
  • 0,75 ჭიქა შაქარი
  • 5 კვერცხი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • ლიმონის ქერქი
  • 50მლ ძლიერი ალკოჰოლი (რომი, კონიაკი, ვისკი)
  • 350გ ფქვილი
  • 200გ შოკოლადი

მომზადება

1.მოაზმდეთ პროდუქტები, კარაქი წინასწარ გამოიტანეთ მაცივრიდან, რათა კარგად დარბილდეს.

2.კარაქი ათქვიფეთ შაქართან და ვანილთან ერთად.

3.თითო-თითოდ დაუმატეთ კვერცხი, თითოეულის დამატების შემდეგ კარგად ათქვიფეთ ერთგვაროვნებამდე.

4.ჩაასხით ალკოჰოლი, ლიმონის ქერქი და გამაფხვიერებელი.

5.ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი. მოზილეთ საშუალო სისქის ცომი.

6.ცომი მოათავსეთ დამუშავებულ კექსის ფორმაში. დაუმატეთ მდნარი შოკოლაადი, კარგად მოურიეთ კოვზით. უნდა გამოგივიდეთ არაერთგვაროვანი დიზაინის ცომი.

7.გამოაცხვეთ 50-60 წუთი 180 გრადუსზე. კორჟი შეამოწმეთ ხის წკირით.

8.გააგრილეთ კექსი და გადმოიტანეთ ფორმიდან. შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის ფხვნილი.

შეგიძლიათ გამოიყენოთ პატარა კექსის ფორმები და მორთოთ თქვენი გემოვნებით.

მოამზადეთ და ისიამოვნეთ. გემრიელად მიირთვით!