სადღესასწაულო სტაფილოს რულეტის რეცეპტი

1677

თითოეულ დიასახლისს თავის კულინარიულ წიგნში აქვს განსაკუთრებული კერძები სადღესასწაულო სუფრისთვის. ამ სიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წასახემსს. მაგრამ სტუმრები ძალიან მომთხოვნები არიან და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო რთულია მათი გაკვირვება.

გემრიელი, რბილი სტაფილოს რულეტი ძალიან უჩვეულოდ გამოიყურება, შემადგენლობა კი ისეთივე აქვს, რაც ჩვეულებრივ სალათებსა და ბოსტნეულის რულეტებს. ეს რულეტი სრულიად დიეტურია (არ შეიცავს ფქვილს) და ზღვა ვიტამინებითაა სავსე!

სტაფილოს რულეტი

მადისაღმძვრელი და ნაკლებად კალორიული სტაფილოს რულეტი შეგიძლიათ მოამზადოთ  როგორც მარილიანი, ისე ტკბილი შიგთავსით.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 750 გრ სტაფილო
  • 5 ც კვერცხი
  • 1,5 ს.კ. კარაქი
  • 1 ჩ.კ. კურკუმა
  • 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

ინგრედიენტები მარილიანი შიგთავსისთვის

  • 200 გრ რბილი ხაჭოს ყველი
  • 1 კონა კამა ან სხვა სასურველი მწვანილი
  • მარილი გემოვნებით
  • 3 კბილი ნიორი

მომზადების წესი

1. გაასუფთავეთ სტაფილო და მსხვილად დახეხეთ. შემდეგ თავდახურულ ტაფაზე შეწვით კარაქში დაახლოებით 5 წუთით.

2. სანამ სტაფილო ცივდება, დააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული ერთმანეთისგან. გული ათქვიფეთ მარილთან, კურკუმასთან და სანელებლებთან ერთად და გაცივებულ სტაფილოს დაუმატეთ.

3. ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხის ცილა მწიკვ მარილთან და ლიმონის წვენთან ერთად, რომ მიიღოთ ბეზეს კონსისტენცია.

4. სტაფილოსა და კვერცხის გულის ნაზავს დაუმატეთ ათქვეფილი ცილა და კოვზით მოურიეთ. ცომი უნდა იყოს მსუბუქი და ჰაეროვანი.

5. საცხობ ლანგარზე დააფინეთ პერგამენტი და წაუსვით კარაქი.

6. მოათავსეთ მასზე ცომი და გააბრტყელეთ მთელს სივრცეზე ისე, რომ მისი სისქე არ აღემატებოდეს 0,5 სმ-ზე მეტს, მოათავსეთ საცხობი ლანგარი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და გამოაცხვეთ 15-20 წუთით.

7. სანამ რულეტის ფენა გამოცხვება, მოამზადეთ მისი შიგთავსი. შეურიეთ ერთმანეთს ყველი, მწვანილი და დაჭყლეტილი ნიორი, მარილი მოაყარეთ გემოვნებით.

8. მზა ფენა ამოიღეთ საცხობი ლანგრიდან და მოათავსეთ საკვებ ცელოფანზე, მასზე არსებული პერგამენტი კი ფრთხილად მოაძვრეთ.

9. სტაფილოს ფენაზე მოათავსეთ შიგთავსი და მთელს ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ. საკვები ცელოფნის მეშვეობით გაახვიეთ სტაფილოს ფენა რულეტივით და შეინახეთ მაცივარში 20 წუთით.

სულ ესაა, უჩვეულო, მაგრამ ლამაზი და გემრიელი რულეტი მზადაა. გემრიელად მიირთვით!