უსაფუარო ღვეზელები ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, უგემრიელესი წვნიანი შიგთავსით

1314

“გასტრონომია” გთავაზობთ უჩვეულო ღვეზელების რეცეპტს: უსაფუარო, კეფირზე მოზელილი ცომით, მომცრო ფორმის. ცხობისას ცომი ხრაშუნა ხდება, შიგთავსი კი მაქსიმალურად წვნიანი რჩება.

შიგთავსის სახით გთავაზობთ გამოიყენოთ პომიდორი და მოხარშული ძეხვი. შეარჩიეთ არც თუ ისე წვნიანი პომიდორი. მაგარი ყველის ნაჭრები, მწვანილი და სოკო გემოს კიდევ უფრო გაამდიდრებს. აირჩიეთ რაც თქენ გნებავთ..

ინგრედიენტები

  • 250 მლ კეფირი
  • 0,5 ჩ.კ. სოდა
  • 1 კვერცხი
  • 0, 5 ჩ.კ. მარილი
  • 400 გრ ფქვილი
  • 1 ს.კ. ზეთი
  • 2 ც პომიდორი
  • 100 გრ მოხარშული ძეხვი

მომზადება

1. შეურიეთ ღრმა თასში კეფირი და სოდა. დაუმატეთ კვერცხი, ზეთი, მარილი, ფქვილი და მოზილეთ ცომი. წაუსვით ზეთი და დატოვეთ თბილ ადგილას 10-15 წუთით.

2. დაჭერით ძეხვი და პომიდორი თხელ რგოლებად.

3. დაამუშავეთ ცომი, დაყავით ორ ნაწილად. გააბრტყელეთ 1 სმ სისქეზე. ერთ ნაწილზე მოათავსეთ 1 სმ დაშორებით ჯერ ძეხვები, ზემოდან კი პომიდვრები. დააფარეთ მეორე ნაწილი, ამოჭერით წრეები. ამოჭრილი ცომებისგანაც მოამზადეთ იგივენაირად.

4. შეწვით ღვეზელები ზეთში ორივე მხრიდან შებრაწვამდე. დაალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმის მოსაცილებლად.

მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!