ვარგისია თუ არა ობმოდებული ჯემი

1235

ხშირად მინახავს მურაბებზე მოდებული ობი, ძალიან მენანება გადასაგდებად, მაგრამ რამდენად ვარგისია საკვებად?

ობმოდებული ჯემი

თავდაპირველად განვიხილოდ რა არის ობი. ეს ჩვეულებრივი სოკოა, რომელიც ძალიან სწრაფად მრავლდება. სოკოს უამრავი სახეობა არსებობს. მათ შორის არის უვნებელი და გაგრიკვირდებათ, მაგრამ სასარგებლოც. მაგრამ ზოგიერთი სოკო საკვებში შხამს გამოყოფს.

რა უნდა მოვუხერხოთ ობს

ლაბორატორიული ტესტირების შედეგად შეგვიძლია გავიგოთ ობის რომელ სახეობასთან გვაქვს შეხება. ვიზუალრუად ამოს გაგება შეუძლებელია, რადგან ყველა სოკო ერთმანეთს გავს.

ობის ის ნაწილი, რომელიც ჯემის ზემოდან არის მოქცეული, ეს მხოლოდ ის ნაწილია რომელსაც ვხედავთ. სინამდვილეში სოკო უკვე მთელ ქილას არის მოდებული. თუ კოვზით მოაშორებთ ობის ზედა ნაწილს ის ქილის ძირას მაინც დარჩება.

მისი მიკროტალღურში მოთავსება არ არის გამოსავალი. სოკოს მოკვლა, მხოლოდ ძალიან დიდხნიანი მაღალტემპერატურაზე დუღების შედეგად შეიძლება.

სამწუხაროდ ობმოდებულ ჯემის ან მურაბის გადაგდება მოგიწევთ.

აუცილებლად შეინახეთ პროდუქტი სწორად და ობის მოდების საშიშროება აღარ იქნება.