საბჭოური ცომეული, რომელიც მშობლებს ყველაზე მეტად ენატრებათ

341

მშობლებს საბჭოთა კავშირი არა, მაგრამ ახალგაზრდობა ენატრებათ. ამბობენ, რომ როცა ახალგაზრდები იყვნენ, სიტუაცია ისეთი სავალალო არ ეჩვენებოდათ, როგორც ახლა. 90-იანი წლების დეფიციტიც მაღალი განწყობით გადაიტანეს. დედა საბჭოურ ცომეულს ნოსტალგიით იხსენებს. ამბობს, რომ GOST–ის მიხედვით შემწვარ ფუნჩულებს ყოველდღე მიირთმევდა.

ახლახანს დედამ ფუნჩულები ჩემთვის და მამასთვის მოამზადა. ვაღიარებ, ამერიკული დონატები ვერ შეედრება. ფუნჩულა უფრო ჰაეროვანი და რბილია, თან ხრაშუნა ქერქი აქვს.

როგორ მოვამზადოთ შემწვარი ფუნჩულები

კლასიკური რეცეპტი მარტივია და მინიმალურ ხარჯს მოითხოვს. სიტყვაზე, ინგრედიენტებში შედის მარგარინი, რომლის გამოყენება თანამედროვე კულინარიაში მიღებული არაა. კარაქით ჩავანაცვლე. სხვა ყველაფერი უცვლელია.

ინგრედიენტები:

  • 0,5 კგ ხორბლის ფქვილი
  • 300 მლ წყალი
  • 40 გ შაქარი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • შაქრის ფხვნილი გემოვნებით
  • 15 გ საფუარი
  • 1 კვერცხი
  • 30 გ კარაქი
  • 1 ლ მზესუმზირას ზეთი

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, ცომის ხაში მოამზადეთ. დაპრესილი საფუარი დაფშვენით და 150 მლ თბილი წყალი დაასხით. 1 ჩ/კ შაქარი და 2 ს/კ ფქვილი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. პარკი დააფარეთ.

2. ცომის ხაში 10 წუთით გააჩერეთ. ამ დროში კვერცხი, დარჩენილი წყალი, შაქარი და მარილი აურიეთ. ამ მასას დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და ხაში, რომელიც ქაფად გადაიქცა.

3. ცომი მოზილეთ. 5 წუთის შემდეგ რბილი კარაქი დაუმატეთ. ცომს პარკი დააფარეთ და 1 საათით თბილ ადგილას გააჩერეთ. ამოსული ცომი ჩაზილეთ.

4. ხელებზე ზეთი წაისვით და ცომი დაახლოებით 20 ნაწილად დაყავით. ბურთებად დაამრგვალეთ, ზეთწასმული პარკი დააფარეთ. 20 წუთით ამოსასვლელად გააჩერეთ.

5. ახლა თითოეული ბურთიდან ფუნჩულები გააკეთეთ. ამისთვის ცენტრში ცერა და საჩვენებელი თითებით დააჭირეთ. მზა ფუნჩულები ორივე მხრიდან გახურებულ ზეთში შეწვით.

შემწვარი ფუნჩულები ქაღალდზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ზეთი მოაშოროთ. ჯერ კიდევ თბილ ფუნთუშებს შაქრის ფხვნილი მოაყარეთ და მაგიდაზე გაიტანეთ. ჰაეროვანი, ხრაშუნა ტკბილეული მზადაა. კაკაო ან ყავა მიაყოლეთ. გემრიელად მიირთვით!